"სამტრედია" ბაქოშია და ქალაქში საკუთარი ავტობუსით გადაადგილდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" ბაქოშია, სადაც 11 ივლისს, ადგილობრივ "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

როგორც azerisport.com იუწყება, საქართველოს ჩემპიონები ბაქოს ერთ-ერთ სასტუმროში უკვე დაბინავდნენ, ქალაქში კი საკუთარი ავტობუსით გადაადგილდებიან, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

გამოცემამ ჩვენი ჩემპიონების ბაქოში გადაღებული ავტობუსის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც ირონიული წარწერა გაუკეთა: "დააყენებს ხვალ საქართველოს ჩემპიონი "ავტობუსს" საკუთარ კართან?"

- გია ცეცაძე: ევროტურნირს თუ გამოვეთიშებით, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის
- ლადო
ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...


სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ეს ფეხბურთელები შეიყვანა:

მეკარეები: ომარ მიგინეისვილი, ილია სტურუა, ოთარ სტურუა.
მცველები: გიორგი ახალაძე, ბაქარ ბალდე, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა კასრაძე, დავით მანჯგალაძე, გიორგი მწედლიშვილი, დავით მთივლიშვილი, ვალერი ოლხოვი, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი დოლიძე.
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, გიგლა ბურკაძე, გიული მანჯგალაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, აკაკი ნინუა, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია.
თავდამსხმელები: გიორგი ბერიაშვილი, დავით ჯიქია, ზაურ ხაბეიშვილი, ნიკოლოზ საბანაძე.
მკითხველის კომენტარები / 35 /
წარმატებები, მაგრამ მეეჭვება
0
რავიცი ვისაც რამის იმედი გაქვთ, ღმერტმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ მე კიდევ ერთ განადგურებას ველოდები დღეს და რავიცი... სამტრედიელებს წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ სანამ პოლიტიკური ლიდერები წყვიტავენ ქვეყანაში რომელი გუნდი ითამაშებს მაღალ დონეზე მანამ არაფერი გვეშველება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული