ყარაბაღი VS სამტრედია - კავკასიური ფეხბურთის წრე

AutoSharing Option
დღეს, 11 ივლისს, საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" სტუმრად აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბაქოში, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე 21:00 სთ-ზე დაიწყება.

შეხვედრის ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს, ქალაქ სამტრედიაში კი დამონტაჟდება დიდი ეკრანი, სადაც ქომაგებს შეეძლებათ საყვარელი გუნდის თამაშს თვალი ერთად ადევნონ.

მატჩის წინა დღეს სამტრედიელებმა ბაქოს სტადიონზე ვარჯიში ჩაატარეს, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

- გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ
- "ყარაბაღის" თავკაცი: ეს ის "სამტრედია" არაა, შარშან "გაბალასთან" 1:5
რომ წააგო


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

რეალურად, "სამტრედიაში" დიდი საკადრო ცვლილებები არ მომხდარა და ვერც იმას ვიტყვით, რომ გუნდი საევროპოდ გაძლიერდა: ევროთასებამდე ჩემპიონმა დაიმატა მეკარე ილია სტურუა, მცველი ბაკარი ბალდე და თავდამსხმელი ნიკა საბანაძე.

"ყარაბაღისა" და "სამტრედიის" მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რაც უცნაურად ჩანს. არბიტრი 38 წლის სტამბოლელი ინჟინერ-მექანიკოსი მეთე კალკავანი იქნება, რომელსაც თურქეთის სუპერლიგის გარდა, იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში, ევროპალიგასა და შესარჩევი ციკლის სანაკრებო მატჩები უმსაჯია. ფიფას არბიტრი 2012 წლის 24 დეკემბრიდანაა.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ დიდად მკაცრი არ არის. ყოველ შემთხვევაში, დასრულებულ სეზონში ევროპალიგაზე ორჯერ იმსაჯა და 6-ჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი. ის გაუძღვა "სამტრედიის" შარშანდელი მეტოქის, "გაბალასა" და უნგრული მტკ-ს მატჩს, რომელშიც ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი აჩვენა - ერთი მასპინძლებს, ორიც - სტუმრებს. კალკავანს თანამემამულეები, ესათ სანჯაქთარი და ბაიიკ ერდემი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ჰალილ უმუთ მელერი იქნება.

"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ბაქოში ეს შემადგენლობა იახლა:

მეკარე:
ომარ მიგინეიშვილი, ილია სტურუა, ოთარ სტურუა;
მცველები: გიორგი მჭედლიშვილი, დავით მთივლიშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, დავით მანჯგალაძე, გიორგი ახალაძე, ბაკარი ბალდე, ვალერი ოლხოვი, ირაკლი დოლიძე;
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, გიგლა ბურკაძე, გიული მანჯგალაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, აკაკი ნინუა, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია;
თავდამსხმელები: გიორგი ბერიაშვილი, დავით ჯიქია, ზაურ ხაბეიშვილი, ნიკა საბანაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ახდა რაც ვთქვი
დინამო
12 ივლისი 2017 10:32
0
ქართული კლუბების პირველსავე ეტაპზე გამოვარდნას შევეჩვიე და ჩვეულებრივ ამბად ვთვლი კაცი..........!!!!!!! სანმარინოელი მაინც ვიყო ამის..... მაგრამ არვარ და რავქნააააა
ბაჩო გ
11 ივლისი 2017 22:44
0
ხო მსაჯს დააბრალეთ ახლა, თვარა ხო დაგლიჟავენ ყველაფერს. რა უნდა სამტრედიას ლიგაზე, თავის მოჭრაა, მაგას სჯობს არ გამოცხადდნენ და ღირსეულად მაინც გავარდებიან, ორივე თამაშში 6 ით ნული ჩაგვეთვლება წაგება, თორე 15 ით 0 ზე მაინც ავა ალბაD,ევროპაში ჩვენზე სუსტი ჩემპიონატი არ არსებობს, თუ სომხებს ვჯობივართ? ააა? ტფუ, ამ თამაშს როგორ უნდა უყურო, მაგას სვარკის ყურება მირჩევნია. მაინც ვნახავ, ამ გულის დედა ვატირე, რავა მოგვანატრეს ფეხბურთი ამ უნამუსოებმა. რა გოუჭირდა კალაძეს ერთი გუნდი რო გააკეთოს მის ქალაქში, სირცხვილი
iii
11 ივლისი 2017 18:31
0
giorgi - ს: "სამწუხარო რა არის, გუნდი რო გამოვარდება, თუ შენ რომ იმედი არ გაქვს? :)))
ზზზ
11 ივლისი 2017 17:54
0
არ შეშინდეთ ქართველებო, ეს თქვენი დიდგორია. წინ, წინ გამარჯვებისკენ. ფრეც გამარჯვება იქნება.
gizog
11 ივლისი 2017 17:52
0
ზაფხულის ღამის სიზმარი?მაგრამ მაინც შენს პირს შაქარი და სიზმრის ახდენა.
ზსს-ს
11 ივლისი 2017 17:40
0
კეთილი სიტყვებიცკი გენანებათ,ქომაგობაზეარაფერს ვამბობ, თქვენ რა ფეხბურთი უნდა გქონდეთ საქრტველოშირაც არის იმის ღირსებიც ხართ
სანდრო
11 ივლისი 2017 17:34
0
პირველივე ტაიმში დასრულდება ყველაფერი, წავაგებთ როგორც ყოველთვის
w
11 ივლისი 2017 17:27
0
სამწუხაროდ არაფრის იმედი არ მაქვს ეს გუნდიც ისევე გამოვარდება პირველივე წრეზე როგორც სხვა ყველა :((((
giorgi
11 ივლისი 2017 17:04
0
ჰო პარადოქსად გეჩვენებათ. 3:0 უნდა დავადუღოთ აზერები.
ზსს
11 ივლისი 2017 16:59
0

სიახლეები პოპულარული