გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" ბაქოში გამანადგურებელი ანგარიშით, 0:5 დამარცხდა აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბაღთან".

"სამტრედიამ" "ყარაბაღთან" დიდი ანგარიშით წააგო

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "სამტრედიას" თავკაცმა გია ცეცაძემ შემდეგი თქვა:

"სანამ თამაში დაიწყება, შანსები ყველას აქვს. დღეს კი არაფერი გამოგვივიდა. მსაჯობას რაც შეეხება, არასოდეს ვაკეთებ კომენტარს, რადგან ახლა ამას არაფერი ეშველება.

ჩვენ მსაჯობის გამო არ წაგვიგია, თავად ვართ დამნაშავენი. თამაშის ანალიზია გასაკეთებელი.

ასეთი დიდი ანგარიშით მარცხს არ ველოდი. წავაგეთ იმიტომ, რომ მეტოქე ძლიერია. შევეცდებით, საპასუხო მატჩში ჩვენი კლუბის
პრესტიჟი მაღლა ავწიოთ.

აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი მაღალ დონეზეა, უფრო მაღალზე, ვიდრე ჩვენი", - განაცხადა ცეცაძემ.

ყურბან ყურბანოვი (ყარაბაღი): "აგრესიული კლუბის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ანგარიშის მიუხედავად, მეტოქეს ახლა უფრო ვაფასებ, ვიდრე თამაშამდე. საპასუხო მატჩისთვის გვინდა, შეცდომები სრულად გამოვასწოროთ".
მკითხველის კომენტარები / 64 /
კალაძეს და კობიაშვილს , თავი დაანებეთ ბიუჯეტიდან ამ ძალათ კლუბებისთვის ფულის მიცემას , მაგ ფულით ინფრასტრუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს მიხედეთ ....... ნუ ფლანგავთ ხალხის ფულს უაზროთ თორემ დრო მოვა მოგეკითხებათ
დათო-სიმართლე
15:07 12-07-2017
0
აბა თქვენ იცით...ახლა 2-0 წააგეთ პრესტიჟულად..
ქუთაისი
00:21 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული