ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში. მტკივნეულია, რომ ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ჩვენი მეზობელი, რომელიც წმინდა საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის. მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის - ქართული ფეხბურთის დონე უკვე ფარერებისას გაუთანაბრდა და ეს გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ.

მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.

თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა
წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. გაუგებარია, სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ჩემპიონის მცველები, კარის წინ მარტო დარჩენილი თავდამსხმელის ნეიტრალიზების გარდა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ?!

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.

მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.

ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!

ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!

დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.

მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"
ყარაბაღი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.
სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)
არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).

სხვა მატჩები
ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3
პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0
რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 90 /
ჩვენი ფეხბურთის გერმანული მოდელი ეს არის?
bavaria
12 ივლისი 2017 13:33
0
იმ კლუბების ხელმძღვანელების თუ მფლობელების, რომლებიც სამარცხვინოთ გამოვარდნენ ევროტურნირებიდან, ასევე ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა ადგილზე რომ ვიყო, მართლა შემცხვებოდა. ესენი კი ეძებენ მიზეზებს, თუ რატომ მოხდა ასე. ისეთი კვაზი ქვეყნების კლუბები, როგორიცაა გიბრაკტარი, ანდორა, სან-მარინო და ა.შ, ისინიც კი აღარ აგებენ ასეთი სამარცხვინო ანგარიშებით. კი, ადრეც გამოვარდნილად საწყის ეტაპზე ჩვენი გუნდები, მაგრამ ასე სამარცხვინოდ არასდროს. გრცხვენოდეთ ფეხბურთის მესვეურებო. მე კი გუშინ თამაშის ყურებისას შემრცხვა, რომ ქართველი ვარ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა აზერებისაგან, რომ დაგვინდეს. მეტის გატანაც შეეძლოთ. "ბრავო" კობი შენ და "ბრავო" შენს გუნდს.
კაკი
12 ივლისი 2017 13:28
0
სამარცხვინოები ხართ ხალხიო, სტადიონზე არ დადიხართო)
ყარაბახმა უსუსტესი თამაში ჩაატარა, ოფლიც კი არ გამოსვლიათ ტიპებს და 5-0. ჰოდა, თქვენ სამაცხვინოებიც აღარ ხართ. უფრო დაბლა ხართ, სადაც უკვე არაფერია.
უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, რატომ უნდათ გაფინანსებდეს ეს "სამარცხვინო ხალხი"(როგორც გვიწოდე) თქვენ, ხაზგადასმულ ნულებს?
გია ცეცაძეს
12 ივლისი 2017 13:18
0
Gio, ყარაბაღის გუშინდელ სასტარტო შემადგენლობაში არა 2, არამედ 7 აზერბაიჯანელი თამაშობდა (გაეცანი შემადგენლობას-დაგუგლე). ასე რომ!!!! სულ ფულს ნუ დააბრალებ ყველაფერს. ეს ერთი. მეორე. მგონია, რომ შენ ფედერაციის სარდაფში ზიხარ და ფეხბურთის მესვეურების შეკვეთას ასრულებ. ისე მაგარი "აზრიანი" წინადადება კი დააყენეთ (ალბათ მუჯირისგან მოდის ინიციატივა). სცადეთ აბა, შეიძლება აგიბან მხარი ისეთმა ქვეყნებმა როგორიცაა, მალტა, ანდორა, სან-მარინო, გიბრალტარი და ა.შ. ვაა, რამდენი გამოდიხართ ტო!!!
ნოდი
12 ივლისი 2017 13:17
0
ქართულ გეხბურთზე გადამკვდარი ადამიანი 1981 წლიდან ვამბობ, რომ ასეთი რამ არ მინახავს...... რა გვჭირს ძმებო...... კაი 1:0, 2:0, მაგრამ 5:0? ლიხტენშტეინის დონეზეც არ ვართ..... ტორპედო? ერთადერთი კიდევ ჩიხურამ არ გვიღალატატა "ასეა თუ ისეა"..... აი შედეგი 6 თვიანი კონტრაქტების.......
sabauri
12 ივლისი 2017 13:13
0
ფეხბურტელს რომ 90 ცუტი სირბილი არ შეუძლია დამთავრებულია ყველაფერზე საუბარი. 20:2 ჯერ ჯერობით ასეთია ჩვენი კულუბების გამოსვლის შედეგი წელს ევროპაზე, და ეს პირველი საკვალიფიკაციო წრეა არ დაგავიწყდეთ. თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ქართული საკლუბო ფეხბურთი აღარ არსებობს, ნაკრების ბოლო იმედებიც მეწურება.
dato
12 ივლისი 2017 13:11
0
სატელევიზიო რეპორტაჟებს მაინც ნუ აკეთებენ,რა საცოდავები და უსუსურები იყვნენ,ყარაბაღს რო მოენდომებინა თხუთმეტ გოლსაცკი გაიტანდა
ოთარი
12 ივლისი 2017 13:08
0
მცდარი იყო ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომად გადაკეთება და არგუმენტები ამის სასარგებლოდ კი უსუსური. ფედერაციის მესვეურები საერთოდ აზრზე არ არიან ფეხბურთის განვითარების ტენდენციებით. ამდენი არაკვალიფიციური ადამიანი ამ სფეროში? ძალიან უნდა მოინდომო რომ მოკრიბო!
გიგოია
12 ივლისი 2017 12:48
0
მიშას რო უყვროდნენ ფედერაციაში ერევა როცა ფედერაციის პრეზიდენტი მართველი გუნდის პარლამენტის წევრია ეს არაა ჩარევა?
ნოდო
12 ივლისი 2017 12:42
0
ისე ხო არ აჯობებს რომსაერთოდ არ გამოცხადდნენ ჩვენი გუნდები სტადიონზე სათამაშოდ კატასტროფული ანგარიშიდ წაგებას 0-3 მაინც სჯობია
risxva
12 ივლისი 2017 12:39
0

სიახლეები პოპულარული