"ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "სამტრედიასთან" 5:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ "ყარაბაღის" ფეხბურთელები აცხადებენ, რომ მათი გუნდი თამაშს სრულად მომზადებული არ შეხვედრია.

გუნდის კაპიტანმა რაშად სახიდოვმა, რომელიც 31-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, ხაზი მომენტების კარგ რეალიზაციას გაუსვა: "ეს თამაში როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად დამამახსოვრდა. კარგი თამაში ჩავატარეთ, იმის მიუხედავად, რომ მომზადებულები არ ვიყავით. დღეს მომენტები კარგად გამოვიყენეთ. შეხვედრა ცუდად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მთელი შეკრების წარმატებით ჩატარების შემდეგ, პირველივე თამაშში ტრავმა მივიღე".

გუნდის ახალწვეულმა ვილდ-დონალდ გერიემ, რომელმაც სადებიუტო გოლი თამაშში
ჩართვიდან 7 წუთში გაიტანა, ასეთი კომენტარი გააკეთა: "საკუთარ თავს ნაკლებად, მაგრამ გუნდს ვულოცავ. თუმცა, ანგარიშის მიუხედავად, მოდუნების უფლება არ გვაქვს. განმეორებითი შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად კარგი გუნდი გვყავს. რაც შემეხება მე - სადებიუტო თამაშში სხვა გუნდებშიც გამიტანია. სრულად მზად ჯერ კიდევ არ ვარ და საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო".
მკითხველის კომენტარები / 2 /
გავუკეტოტ კმ ის საზომები ფეხბურტელებს ვინც 9 კილომეტრზე ნაკლებს 90 ცუტიტგანმავლობასჰი მოვკვეტოტ ფეხბურტს
dogo
16:25 12-07-2017
0
ესმის ქარტული ფეხბურტის მამებს? ბოლომდე არ კოფილან მზად!!!!
hjhj
13:51 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული