"სამტრედიამ" "გიმარაეშის" ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ" ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"სამტრედიის" ახალი ფეხბურთელი 25 წლის კოტდივუარელი თავდამსხმელი ინტერს გუია, რომელიც ქართულ კლუბში პორტუგალიური "გიმარაეშიდან" გადავიდა. გუი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საიტის ცნობით, თავდამსხმელი "სამტრედიას" ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაეხმარება. გუის "სამტრედიის" რიგებში ხილვა განმეორებით მატჩზე, 18 ივლისს იქნება შესაძლებელი.

ინტერს გუი "გიმარაეში" 2014 წლიდან თამაშობდა. აქედან გარკვეული პერიოდი "გიმარაეშის" B გუნდში ასპარეზობდა, სადაც 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მთავარ გუნდში სულ 13-ჯერ ითამაშა,
მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.

2014-დან 2017 წლამდე გუი ორჯერ იყო გაშვებული იჯარით. პირველად ის პორტუგალიურ "აკადემიკაში" იყო, სადაც 6 შეხვედრა ჩაატარა უგოლოდ, ხოლო შემდეგ შვეიცარიულ "ჩიასოში" 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სააგენტო transfermarkt-ის ინფორმაციით, გუის სატრანსფერო ფასი 300 ათასი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აი პროსტა როგორ არ შეგაგინოთ კაცმა ჰა?
luk
12 ივლისი 2017 16:07
0
დაუთმეთ სტადიონები რაგბისტებს, ისინი უკეთ ითამაშებენ ფეხბურთს ვიდრე თქვენ თამაშობთ. ვაი ამათ პატრონს.....
kaxa
12 ივლისი 2017 15:26
0
RA LOGIKAA AM KVELAFERHI.AXLA FEXBURTELIS DAMATEBAHI.EGZOTIKA GVINDA GUNDHI TU FERAD KANIANEBIA MODAHI.
. . . . .
12 ივლისი 2017 15:10
0
ახლა გინდა შაიტანე გინდა გაიტანე..
დათო
12 ივლისი 2017 12:57
0
სამ გოლზე მეტი არ ჰქონია გატანილი 42 თამაშიდან
giorgi
12 ივლისი 2017 12:35
0
კი მარა აწი თუ გინდა მესი და რონალდუ რო მოიყვანოთ ისინიც ვერ გიშველით და რაში გინდოდათ ეს ფეხბურთელი?საქართველოს ჩემპიონობა გინდათ?გახდით ჩემპიონი მარა რა მერე.ვის მოუგებთ ვის ევროპაზე აი ესაა საქმე.ვერავის ვერ მოუგებთ.
გოგა
12 ივლისი 2017 12:27
0
ეს ის კაცია ქართულ ფეხბურთს რომ შეუნარჩუნებს პრესტიჟს განმეორებით მატჩში ... კიდე კაი გამოჩნდი შე კაცო
ქომაგი
12 ივლისი 2017 11:47
0
"გიმარაეში"-ს თუ შვეიცარიული "კიაზო"-ს ყოფილი ფეხბურთელია? რა აღმატებულ ხარისხში გიწერიათ სათაური.... ფუ...
Qartveli888
12 ივლისი 2017 10:56
0
აბა დაესიეთ, უფასო და გამოუყენებელი ფეხბურთლებეი ვის გინდათ :) მერე კი ეძებეთ მიზეზები რისთვის გააგდოთ ბელოვისა და სუხომლინოვის არ იყოს :)
Guadua
12 ივლისი 2017 10:54
0
შეცდომით ხომ არ დაწერეთ? ნამდვილად თავდამსხმელია? :) ანუ რა გამოდის, ჯამში კარიერაში 62 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი. ეს მარტო "ამოტენის" ყარაბაღს :)
ziqenbud
12 ივლისი 2017 10:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული