"სამტრედიის" ახალი ფეხბურთელი 25 წლის კოტდივუარელი თავდამსხმელი ინტერს გუია, რომელიც ქართულ კლუბში პორტუგალიური "გიმარაეშიდან" გადავიდა. გუი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
საიტის ცნობით, თავდამსხმელი "სამტრედიას" ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაეხმარება. გუის "სამტრედიის" რიგებში ხილვა განმეორებით მატჩზე, 18 ივლისს იქნება შესაძლებელი.
ინტერს გუი "გიმარაეში" 2014 წლიდან თამაშობდა. აქედან გარკვეული პერიოდი "გიმარაეშის" B გუნდში ასპარეზობდა, სადაც 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მთავარ გუნდში სულ 13-ჯერ ითამაშა,
2014-დან 2017 წლამდე გუი ორჯერ იყო გაშვებული იჯარით. პირველად ის პორტუგალიურ "აკადემიკაში" იყო, სადაც 6 შეხვედრა ჩაატარა უგოლოდ, ხოლო შემდეგ შვეიცარიულ "ჩიასოში" 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
სააგენტო transfermarkt-ის ინფორმაციით, გუის სატრანსფერო ფასი 300 ათასი ევროა.