[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

AutoSharing Option
ბოლო ქართულმა გუნდმაც ითამაშა ევროთასებზე. ითამაშა ისე, რომ ამას მართლა ჯობდა, არ ეთამაშა. კავკასიურ დერბიში განადგურება ძალიან უსიამოვნოა და, მით უმეტეს, უსიამოვნოა იმ უმწეობის შეგრძნება, ბაქოში გამართულმა შეხვედრამ ერთხელაც რომ გაგვიჩინა...

ის, რომ ჩვენი კლუბები ვერ გაძლიერდნენ ევროთასების წინ, ის, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ძალიან ბევრია ისეთი, მხოლოდ პირადულზე რომ ზრუნავს...

ის, რომ არ გვაქვს სტადიონები...

ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი უკეთესი უნდა იყოს და შეიძლება უფასოც...

...ეს ყველამ ვიცით და ამაზე იმდენჯერ დავწერეთ, მგონი, მკითხველს თავი შევაწყინეთ კიდეც. ეგაა, ამ
ყველაფერს დრო სჭირდება და რა ვქნათ, გაისად წლევანდელი კოშმარი რომ არ განმეორდეს?

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, შეიძლება ასეთი ანგარიშები არა, მაგრამ შედეგი - ნამდვილად არ არის სენსაცია.

ევროთასების დაწყებამდე წერილი დავწერე - კრახს ველოდები-მეთქი, დაახლოებით ასეთი იყო იმ წერილის შინაარსი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქომაგი დამიკავშირდა და გამიწყრა - წინასწარ რატომ ტირიო?

იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ კიდევ თამაშამდე, ფურცელზე ჩანდა ყველაფერი. ჩანდა და ეს უშუალოდ შეხვედრებშიც დადასტურდა. თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას", ყველა გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შერცხვა!

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ყველამ ვიცით. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? ფაქტია: არ გამოდგება მოქმედება მხოლოდ დაწერილი წესებით. საჭიროა ქირურგიული ჩარევა, გნებავთ, შოკური თერაპია და ახლა ბევრი რამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო! მომავალი პირველობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა და რომელი კლუბიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მან უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა ითამაშოს. უნდა ჩანაცვლდეს იმ კლუბით, რომელსაც ჰყავს კერძო მფლობელი.

მეორე: წლევანდელი ევროოდისეის მონაწილე ქართული კლუბების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, ჯერ დავსვათ კითხვა - სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი? დაახლოებით იქ, სადაც ანდორის, გიბრალტარის და მალტის კლუბები არიან. აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგს ვეღარ შევედრებით - აბა, რომელი ჩვენი გუნდი გამოაგდებს თუნდაც ძველი დიდების ნაშთად ქცეულ "რეინჯერსს"?..

ჰოდა, ამ გიბრალტარის, ანდორის, მალტისა და მისთანების კლუბების ხელმძღვანელები შეგუებულები არიან იმას, რომ ამ ქვეყნებში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები და კადრებს მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. მაგალითად, ანდორისა და გიბრალტარის გუნდებში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ლუქსემბურგულ კლუბებში მოთამაშე ფრანგები და ასე შემდეგ.

საქართველო არ არის შუა ევროპა. ჩვენ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენთან ჩამოვლენ რუმინელები, ხორვატები, სერბები... ისინი არ ეთამაშებიან ასტრონომიულ თანხებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დღეს ჩვენი ნორმალური ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნდებიან, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კი არ შეუძლიათ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ითამაშონ ევროთასებზე. მათ საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ფეხბურთთან. სხვები დარბიან, ისინი კი დაღოღავენ...

და თუ მაინცდამაინც დასაქმებულები უნდა იყვნენ, იქნებ დაბალი ლიგების კლუბებში დასაქმდნენ. სანამ მასობრივად გაგვეზრდება კარგი თაობები, ფონს ლეგიონერებით უნდა გავიდეთ. მართალია, მესი აქ არ ჩამოვა, მაგრამ იმ ქართველ ფეხბურთელებზე კარგი კონტინგენტის მოძიება კია შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩვენს კლუბებშია თავმოყრილი.

პირველ ეტაპზე ეს აუცილებლად მოგვცემს შედარებით უკეთესობას მაინც. დღეს ესეც საქმეა.

უნდა ჩამოვიყვანოთ მწვრთნელებიც, რათა ყველა ქართული გუნდი ერთმანეთს არ ჰგავდეს მინდორზე, არ იყოს სამწვრთნელო იდეების ნაკლებობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივაცაა კრიზისი. ეს ევროთასებმა ნათლად აჩვენა - ყველა გუნდი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ მაისურის ფერით თუ გაარჩევდი...

დღეს თითქმის ყველა ქართული კლუბის ფეხბურთელი ფინანსურ სიდუხჭირეზე ტირის. დაინტერესდები, შიგნიდან ჩახედავ და... დაბალ ლიგებშიც კი კარგი ფეხბურთელები ათას ხუთას-ორი ათას ლარს ითხოვენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის სუპერხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზე რომ ცხოვრობს...

იმ ფულით, რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები იხდიან, შეიძლება უკეთესი გუნდების გაკეთება ლეგიონერებზე დაყრდნობით. ეგაა, ეს უნდა იყოს ერთჯერადი, მხოლოდ ორ-სამ წელიწადზე გათვლილი ღონისძიება, რომლის მასშტაბებიც შემცირდება მაშინვე, როგორც კი ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც წამოვლენ ბავშვთა ფეხბურთიდან, ძვლები გაუმაგრდებათ.

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა. რა ბედნიერები ვიქნებოდით ახლა, ლუქსემბურგის კლუბების ადგილას ქართული გუნდები რომ იყვნენ... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 79 /
ყველას თავისი აზრი აქვს ფეხბურთის გადარჩენაზე და არავის არ მოყავს რამე გააზრებული, ზუსტად ესე რო მიუდგა კობიც იმიტოა რომ აყვავდა. ისევ განვითარებული ქვეყნების მაგალითი რომ ავიღოთ რამე კვლევა გააკეთე ავტორო და იმის მიხედვით დადე ეს გადარჩენის გეგმა თუ უკვე გადარჩენილი გყავს რომელიმე ქვეყნის ფეხბურთი და ეხლა ქართულის აყვავებას აპირებ? სანამ რამე გზას ავირჩევთ უნდა ვიცოდეთ რომ სწორად მივდივართ კიდვ ტყუილად 350 მილიონი რომ არ გადავყაროთ. ასჯერ და ათასჯერ უნდა გავზომოთ სანამ ერთხელ გავჭრით, ეს ვერ ვისწავლეთ ჯერ და იმედია შემდეგი უკვე განათლებული თაობები შეძლებენ ამას თორე უშუქობაში გაზრდილი თაობა რომ ისევ ბნელში ცხოვრობს ფაქტია.
gia
13 ივლისი 2017 15:39
0
გთხოვთ ჩემიც წაიკითხოთ იგივე სიტუაცია კალათბურთში მით უფრო ასაკობრივ ნაკრებშI 14, 16 და 18 წლამდელებში .გაბრიჩიძე არათუ მოსაშორებელია დასჭერია,მას მიყოლებული ყიფიანის უფროსი შვილიც და არველაძეებია გასატანია
igive
13 ივლისი 2017 15:36
0
მტავრობამ უნდა შეწყვიტოს სახელმწიფო კლუბების დაფინანსება ახლავე. უმაღლეს ლიგაში უნდა ტამაშობდეს მხოლოდ კერძო კლუბი და მხოლოდ მატ უნდა გაეწიოტ დახმარება რარაც დონეზე. დაფინანსდეს ბავშვტა ფეხბურთი სრულად. სხვა ამ საქმეს არაფერი ეშველება.
beso
13 ივლისი 2017 15:36
0
ფეხბურთი არ არსებობს საქართველოში,უქომაგე რეგბს ჭიდაობას კალადბურთს ანგრევენ ბიჭები,თამაშს რომ აგებენ ეს ბუჭები ამაყები გადიან მოედნიდან იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ მოსაგებად,გული მტკივა რომ ჩვენი ფეხბურთი ასეთ დღეშია
vasil
13 ივლისი 2017 15:33
0
სამტრედიას კარში პირველი პენალტი იყო ? ათ წუთში ორი ყვითელი საკვანძო ფეხბურთელებზე იყო? ვსიო ისედაც განწირული გუნდი თავსივე მოგუდა ვითომ შეუმჩნევლად და დამთავრდა ყველაფერი . თბილისში სომეხი მსაჯი დანიშნონ და მოგება ვისია ?
samtredski
13 ივლისი 2017 15:31
0
ყველაზე პირველი რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი კლუბების პრივატიზირებაა - სანამ რეგიონებს აქვს კარმუშკა ადგილობრივი კლუბების სახით ეს უბედურება არ დამთავრდება,
მეორე - კლუბები უნდა განთავისუფლდეს უაზრო გადასახადბისგან და უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი - სანამ ეს პროცესი არ დაიწყება და სანამ ფედერაცია არ აკრძალავს პროფესიულ ლიგაში უსტადიონო და რეგიონის გამგებლობაში მყოფ ე.წ. "კლუბებს" და ლიგას არ გახდის ბიზნესად ვიქნებით ასე მაჩანჩალა და ბოლოს სან მარინოც მოგვიგებს; რეფორმები უნდა კარდინალური ქართულ ფეხბურთს.
Giorgi
13 ივლისი 2017 15:30
0
თამაშის მოგებასეიძლება თუ სომეხ მსაჯს დაგვინიშნავენ.
giorgi
13 ივლისი 2017 15:24
0
იმ ფულს რასაც ჩვენ კლუბებს ვაძლევთ და ბოდიში და ამ ბალასტ ფეხბურტელებს ვტენით, ჯობია დაიხარჯოს ბავშვთა ფეხბურთში.ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ პროფესიონალურ ფეხბურთზე და ჩავატაროთ ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც მაქსიმალური ასაკი 23 წელი იქნება. ახლგაზრდა ფეხბურთელებს ამბიციაც მაღალი აქვთ და გაზრდის საშუალებაც მიეცემათ.უნდა გაიხსნას უფასო საფეხბურთო სკოლები (აკადემიები) ინტერნატები აი აქ მივმართოთ თანხის ძირითადი ნაწილი. 16-17 წლის ფეხბურთელები უკვე დავაწინაუროთ კლუბებში სადაც ხელფასებიც ექნებათ, არა ისეთი რასაც ახლა ე.წ. ბალასტს ვაძლევთ. თავიდან ევროპულ სარბიელზე ვერანაირ შედეგს ვერ დავდებთ მაგრამ გამოცდილებას ხომ მივიღებთ.ამაში ბუნებრივია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ის 250 მილიონი უნდა მივმართოთ, ასევე უნდა გავაუმჯობესოთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ბავშვებს ჩამოვუყვანოთ უცხოელი მწვრთნელები, ბავშვები ვატაროთ უცხოურ შეკრებებზე და ტურნირებზე, გადმოვიტანოთ უცხოელების გამოცდილება. აი აქ მივმართოთ ეს ფული და არა იმ გაზულუქებულ ფეხბურთელების ხელფასებზე რომლებმაც სირბილიც კი არ იციან.ამ პროექტის განხორციელებას რამოდენიმე წელიწადი დასჭირდება მაგრამ მერე შედეგი აუცილებლად იქნება ამაზე უკრთრსი მაინც ვიდრე ახლა გვაქვს.
გია
13 ივლისი 2017 15:23
0
უცხოელებით უცხოეთსი ნათამაშები ფეხბურთელებით გაძეძგილი გუნდებიც გვინახავს ჩასვრილები სხვათშორის არავის დაუშლიათ ლეგიონერებით გუნდების გაძლიერება საქმე Fეხბურთელებში კიარა

მწვრთნელები არგვყავს .
tedo
13 ივლისი 2017 15:20
0
ბრავო ავტორს და დიდი მადლობა სიმართლისთვის!
სერგო
13 ივლისი 2017 15:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული