ინგლისელი ტურისტი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართველი ფეხბურთელები შესვენებაზე რამდენიმე ღერ სიგარეტს ეწევიან

AutoSharing Option
ინგლისელ ტურისტს, მეტ უოკერს, ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების დასანახად ეროვნული ლიგის ერთ თამაშზე დასწრება ეყო.

40 წლის უოკერმა, რომელიც ინგლისის იუსტიციის სამინისტროში სტატისტიკოსად მუშაობს, საინტერესო მიზანი დაისახა: ერთი წლის განმავლობაში, ის UEFA-ს წევრი ყველა ქვეყნის ჩემპიონატის თამაშს უნდა დაესწროს. ასეთი ჩემპიონატი კი 55 არის.

უოკერმა მოგზაურობა საქართველოში დაიწყო. მიმდინარე წლის 2 ივნისს, ის გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.

The Guardian-თან საუბრისას, ის საქართველოსა და ქართულ ფეხბურთზე საუბრობს. როგორც ირკვევა, ის ჩვენ ქვეყანაში
ჩამოსვლას დიდი ხნის განმავლობაში აპირებდა.

"საქართველოში სტუმრობა ყოველთვის მინდოდა. ეს ქვეყანა ძველისა და ახლის, ევროპისა და აზიის, თურქეთის, ირანისა და საბჭოთა კავშირის დამაინტრიგებელი ნაზავია.

როდესაც მოგზაურობას ვეგმავდი, ჩემი მთავარი მიზანი იყო, ქვეყნების დედაქალაქები ამერიდებინა და უფრო პატარა დასახლებებს ვწვეოდი. გადავწყვიტე, თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარე გორში ჩავსულიყავი და ადგილობრივი "დილას" თამაში მენახა. თუმცა, ამ კლუბის სტადიონი რეკონსტრუქციაზე იყო და "ლოკომოტივთან" შეხვედრა თბილისში ჩატარდა, სადაც ფორმალურ მასპინძლად "დილა" ითვლებოდა.

სტადიონზე საკმაოდ უცნაური ატმოსფერო სუფევდა. ამხელა არენაზე მხოლოდ 200 ადამიანი იყო. თუმცა, ყველა მათგანი მეგობრული იყო. მათ უმრავლესობას "ლოკომოტივის" ფეხბურთელების ნათესავები და მეგობრები წარმოადგენდნენ. ბილეთის ფული არავის ჰქონდა გადახდილი. "დილამ" ჩათვალა, რომ ბილეთების დაბეჭდვა მათი გაყიდვიდან შემოსულ თანხაზე ძვირი დაჯდებოდა.

საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია. ბევრ ადამიანს ველაპარაკე და მათ თავიანთი ფეხბურთის შესახებ მომიყვნენ. უშუალოდ მატჩითაც ძალიან ვისიამოვნე, რადგან თამაშის ასეთი სტილი მანამდე არ მენახა. ქართველი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები, მაგრამ ძალიან არაათლეტურები არიან. ქართველები, როგორც წესი, ბურთს კარგად აკონტროლებენ, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა, შესვენებაზე, რამდენიმე ღერი სიგარეტი მოწიეს.

უნდა შევამოწმო, შეხვედრია თუ არა საქართველოს ნაკრები ისლანდიას. ვეჭვობ, ფიზიკური მომზადება დახვეწილობას აჯობებდა."

ასეთი დაინახა რიგითმა გარე თვალმა ქართული ფეხბურთი - ტექნიკური, მაგრამ სიგარეტის კვამლში გახვეული.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ფიზიკური მომზადება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია თანამედროვე სპორტში, ბოლო წუთებზე წააგებს ფიზიკურად მოუმზადებელი. მწვრთნელებს ალბათ არ ყოფნით ამ კომპონენტში ცოდნა. მაგალითად, ჩემზე მოგახსენებთ, ფიზიკურად სუსტი ვიყავი და არც ვიცოდი როგორ განვვითარებულიყავი, მწვრთნელმა ვერაფერი ვერ მომცა.
ძმა
18 ივლისი 2017 16:57
0
ქართველი ფეხბურთელი :D ვაი ვაი ვაი
cerber
18 ივლისი 2017 11:51
0
უკვე ვერც მარიხუანის მოწევას დაუშლი მარტო ფეხბურთელებს კი არა ვერც მძღოლებსა და ვერც ექიმებს
მურთაზი
18 ივლისი 2017 11:07
0
ხერხით ხომ სხლავთ...
kako
18 ივლისი 2017 10:41
0
ნეტა მარტო სიგარეტში იყოს საქმე
გულშემატკივარი
18 ივლისი 2017 09:25
0
მენტალიტეტი!!! აი ამას რა ვუყოთ! "მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა..." დროსტარებაც..! მოემზადე რამდენიც გინდა... შედეგი იქნება – ნოლი!
jiji
17 ივლისი 2017 17:08
0
ძალიანაც ღონიერები ვიყავით და ვართ. ღონე კი არ გვაკლდა რაოდენობა გვაკლდა, ბევრი ინდივიდუალურად სუსტი, საბოლოო ჯამში ცონა ღონიერს ჯობია და მაგიტომაც გვიწევდა ხერხების მოგონება.
Irakli apkhaidze
17 ივლისი 2017 16:37
0
ოჰ ამას, რომ არ ეთქვა ჩვენ სულ ვერ ვამჩნევდით.
დათო
17 ივლისი 2017 16:22
0
ირონიაა , მსოფლიოს ყველაზე ღონიერი კაცი ქართველია- ლაშა ტალახაძე
კო
17 ივლისი 2017 16:10
1
ინგლისელის თქმა რად გინდათ თქვენ ვერ ხედავთ რომ ქართველი ფეხბურთელები და არა მარტო ფეხბურთელები ზოგადად საქართველოში მოღვაწე სპორტსმენები ფიზიკურად ძალიან სუსტები არიან?! აგერ 7კაცა რაგბის ნაკრები საფრანგეთის ტურნირზე ყველა თამაშს ვუყურე და ყველა თამაში წააგეს მეორე ტაიმში ძალა აღარ ყოფნიდათ,ვერ სუნთქავდნენ... ერთი ტაიმი რომ ეთამაშათ დარწმუნებული ვარ სამეულში მოხვდებოდნენ. ფიზიკური მომზადება რა გახდა საქართველოში რომ ვერცერთ სპორტის სახეობაში ვერ მოაგვარეს. ჩამოიყვანეთ უცხოეთიდან ფიზმომზადების ძლიერი სპეციალისტები და მოამზადეთ საკუთარი !!!
Gio
17 ივლისი 2017 15:14
0

სიახლეები პოპულარული