სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "სამტრედია" აღდამის "ყარაბაღს" უმასპინძლებს.

პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ჩემპიონმა 5:0 გაიმარჯვა.

მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მატჩზე დასასწრებად საჭიროა სალაროში უფასო ბილეთი აიღოთ.

"ყარაბაღმა" გუშინ ივარჯიშა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ყურბანოვმა პრესკონფერენცია გამართა:

"ჩემთვის სასიხარულოა საქართველოში, ამ სტადიონზე ყოფნა, რადგან ეს დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე არენაა.

მიუხედავად ბაქოში მოპოვებული დიდი უპირატესობისა, საპასუხო მატჩისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით, რადგან რთული თამაში გველის. ბაქოშიც აღვნიშნე, რომ "სამტრედიას" წაგება
არ უყვარს და ბოლოდე იბრძვის.

ყოველი გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქე უფრო აგრესიული ხდებოდა. ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ. ზოგჯერ დიდი ანგარიშით დამარცხებული გუნდი ასეთ შედეგს არ იმსახურებს და, სიმართლე გითხრათ, "სამტრედიასთან" ასეთი უპირატესობით მოგებას არც მე ველოდი.

ყოველთვის ვცდილობთ, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, თუმცა დაცვასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ და "სამტრედიასთანაც" იმავეს ვეცდებით.

აზერბაიჯანელი ვარ, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ ყარაბაღი ამ ქვეყნის ნაწილია. ამიტომ, ნებისმიერ აზერბაიჯანულ გუნდში მუშაობისას ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ქვეყნისთვის კარგი იქნება", - ამბობს ყურბან ყურბანოვი.

აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა იმ მიზეზებზეც ილაპარაკა, რის გამოც ბოლო დროს აზერბაიჯანული კლუბები ქართულ გუნდებზე უკეთ თამაშობენ:

"ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო. საბჭოთა პერიოდში "დინამოსა" და "ნეფთჩის" შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ქართულ-აზერბაიჯანული საფეხბურთო დაპირისპირებები ყოველთვის გამოირჩევა ამ სახეობისთვის სასურველი დაძაბულობით...

ქართულ კლუბებზე ფინანსურმა პრობლემებმა დიდი გავლენა იქონია. სხვათა შორის, ამან ბოლო დროს აზერბაიჯანშიც იჩინა თავი. ამავე დროს, ქართველები უცხოეთში თამაშს ცდილობენ, ლეგიონერების რაოდენობა კი თქვენს გუნდებში მცირეა. მთავარი განსხვავება ქვეყნებს შორის ის არის, რომ აზერბაიჯანში ფინანსურად ძლიერი ორი გუნდია - "ყარაბაღი" და "გაბალა".

პრესკონფერენცია გამართეს სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ და გუნდის კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა.

გია ცეცაძე: "ვეცდებით, საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვოთ. მთავარია, რომ წინა მატჩებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და წინ წავიდეთ. ბოლო სამი გოლი 83-ე წუთის შემდეგ გავუშვით, რისი მიზეზიც კონცენტრაციის დაკარგვა იყო. სწორედ ეს არის იმ სხვაობის შედეგი, რაც ჩვენს ჩემპიონატებს შორის, თამაშების ტემპსა და ფიზიკურ მომზადებაშია. ფინანსებიდან გამომდინარე, მოთამაშეების დონეში განსხვავებაც საგრძნობია. თანაც, მეტოქემ შეტევაში ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა...

გუნდის გაძლიერებას იანვრიდან ვცდილობდით. კვალიფიციური ლეგიონერების დამატება ვერ მოვახერხეთ, რადგან ბოლო მომენტში ერთმა იტალიის სერია B-ში თამაში ამჯობინა, მეორემ - ესპანეთში. ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე კლუბის ხელმძღვანელობა საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებს დაუკავშირდა, თუმცა ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო ვერ შედგა. იყო ბრაზილიის უმაღლესი ლიგის მოთამაშე, რომელთანაც ყველა საკითხი მოგვარებული იყო, თუმცა ბოლოს იტალიის სერია B-ში გადავიდა...

დავიმატეთ ინტერს გაი და ბაკარი ბალდე, რომელიც პორტუგალიაში მესამე ეშელონის გუნდის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც დიდი ძალა იქნება. ოღონდ ეგ არის, რომ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებათ. ლეგიონერების დამატებაზე მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენთან საკმარისი რესურსი არ არის, რომ ევროთასებზე კარგად გამოვიდეთ".

გიორგი დათუნაიშვილი: "ძალიან რთულ მდგომაროებაში ჩავიგდეთ თავი და მატჩის ბედიც თითქმის გადაწყვეტილია. ვეცდებით, თამაში მოვიგოთ და ჩვენს ქვეყანას სარეიტინგო ქულები შევმატოთ. იმედია, იღბალი ჩვენს მხარეზე იქნება. გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა, რადგან ამ მძიმე წუთებში ჩვენთან არიან და ძალიან გვინდა მათი გახარება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ურუგვაის არ უოცნებია ბრაზილიის ან არგენტინის ლიგებთან გაერთიანება.არც ჰოლანდიას,ბელგიასა და დანიას-გერმანიასთან!.."ჩვენ ჩვენი უნდა ვშვად მყოობადი..''
roma's
18 ივლისი 2017 14:01
0
ნოლი ქვეყანაა
სანდრო
18 ივლისი 2017 13:26
0
ადამიანებო შეიგნეთ და გამოდით არასწორი მსჯელობის არიალიდან,მე შევეცდები მოკლედ და კონკრეტულად აგიხსნათ ყველაფერი,რაც ქართულ ფეხბურთში ხდება უკვე 27-ი წელია,აქ ცეცაძეები,მაისურაძეები,გეგუჩაძეები,კაჭარავები და სხვანი არაფერ შუაშია,ისინი ქართულ ფეხბურთში უბრალოდ ვერ გაჭაჭანდებოდენ საბჭოთა კავშირის დონის ჩემპიონატი,რომ გვქონდეს,მე არ მივსტირი წარსულს და არც მისი დაბრუნება მსურს,მაგრამ ფაქტი არის ფაქტი,(სამწუხაროდ ახალი თაობა ამას ვერ გაიგებს და წინასწარ ვაფრთხილებ მათ,რომ თქვენთან კამათს არ ვაპირებ,გამგები გაიგებს),ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჩემპიონატი,ეს შეიძლება მოხდეს როგორც კალათბურთშია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ერთობა,ან უკრაინის ჩემპიონატში გაერთიანება,ან თურქეთის ჩეპიონატში გაერთიანება,ან კავკასიის ჩემპიონატის ჩამოყალიბება და სხვა რამის მოფიქრება,ამაზე სამუშაოა და ამ თემებზე უნდა მუშაობდეს და ფიქრობდეს ფედერაცია.სხვა გზა და გამოსავალი არ არსებობს,წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირში,რომ ვიყოთ ისევ,ჩვენ ისევ გვექნებოდა ძლიერი ჩემპიონატი,ჩვენი ფეხბურთელები:ქეცბაია,გახოკიძე,კობიაშვილი,კალაძე,ქინქლაძე,არველაძეები და სხვანი ითამაშებდნენ დინამოში,იქნებოდა კონკურენცია,სხვა გუნდები დაკავებული იქნებოდნენ დინამოსთვის კადრების აღზრდით და დარწმუნებული ვარ დინამო ევროტურნირებზე წარმატებებსაც მიაღწევდა,იქნებოდა მწვრთნელებში კონკურენცია და ეს ვაი დამრიგებლები,რომლებიც მრავლად არიან საქართველოს გუნდებში აღარ გვეყოლებოდნენ.აი ეს არის ჩვენი პრობლემა დღეს და ესე იქნება მუდამ,სანამ ქმედითი ღონისძიებები არ გატარდება.
roma
18 ივლისი 2017 13:03
0
მაგ საუკეთესო ფიზმომზადების მწვრთნელის მთავარი საიდუმლო რა ყოფილა იცი? წყალს ასმევს ბიჭებს ზამთარ-ზაფხულ იმდენს რომ მეწველი ძროხა არ დალევს :) წყლიანი მყეს-კუნთები უფრო ელასტიურია,მაგრამ კუჭ-ნაწლავს რომ დედა ეტირება და საჭმელს ვერ ითვისებს ბოლომდის?მერე ეს რომ თირკმელ -ღვიძლზე აისახება 35 წლის ასაკიდან( ან მანამდის) მაგ "საუკეთესო მწვრთნელს " სულ ერთ ადგილზე ჰკიდია. ბროილერის ქათამივით ხდება ადამიანი, სახსრები ეცვითება და 40-45 წლსი ასაკში 10-ჯერაც ვერ ჩაიბუქნება. ესენი სჩადიან დანაშაულს სპორტსმენთა მიმართ.
შოკირებული გულშემატკივარი-s
18 ივლისი 2017 13:00
0
რა ლეგიონერები წადით თბილისის უბნებში უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ იქ უკეთეს მოთამაშეებს აარჩევთ. სურვილიც არ გაქვთ თამაშის, რა შუაშია აქ ნიჭი? დაფინანსება კი არა ყველა გასაყრელი ხართ სამსახურებიდან. არცხვენთ ქართული ფეხბურთის ხსოვნას.
Gio
18 ივლისი 2017 11:59
0
ცუდ ფიზმომზადებაზე წუწუნებს როცა საუკეთესო ქართველი ფიზმომზადების მწვრთნელი ყავს
შოკირებული გულშემატკივარი
18 ივლისი 2017 11:47
0
ზესტაფონი დააბრუნეთ!
ზურა
18 ივლისი 2017 11:36
0
0=5 mere tavmikvare mcvrtneli unda gadadges.kvelaferi ubedureba chventan rogor unda xdebodes. ps
mikheil kopaleishvili
18 ივლისი 2017 11:29
0
მსაჯი იყიდეთ, ისე ფრეც არ იქნება.
haha
18 ივლისი 2017 11:26
0
ხალხის ფული დაააბრუნეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ჯამლეტი
18 ივლისი 2017 11:13
0

სიახლეები პოპულარული