"სამტრედია" "ყარაბაღთან" მეორე მატჩშიც დამარცხდა

AutoSharing Option
18 ივლისს "დინამო არენაზე" "სამტრედიასა" და "ყარაბაღს" შორის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ქართველების მარცხით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ანგარიშის გახსნა 22-ე წუთზე სტუმართა ლეგიონერმა უილდ-დონალდ გუერერომ გახსნა. მე-80 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქოდნათ, თუმცა დავით რაჟამაშვილის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 84-ე წუთზე კი სამტრედიელების მხრიდან გიული მანჯგალაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით აცდა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელებმა პირველი მატჩი სტუმრად ანგარიშით 0:5 წააგეს. შესაბამისად ევროთასებს ბოლო ქართული კლუბიც გამოეთიშა.

"სამტრედიამ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ომარ
მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაქარი ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, ინტერს გაი
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც თავგამოდებით იცავდით ფეხბურთს ეხლა რას იტყვით??? რატო ვაფინანსებთ ამ სპორტს ათობით მოლიონით და რატომ კაპიკს არ ვუგდებთ სხვა სპორტებს რომელშიც დაუფინანსებლათაც წარმატება გვაქვს და ამ უყურადგებობით ვძირავთ სხვა სპორტებს. აღარ არის ეს ფეხბურთი ჩვენი სპორტი დაინახოს ვინმემ არ შეიძლებაა? მაგათ გინდა მილიონი აჩამე და გინდა მილიარდი მაინც ვერ ძღებიან
1
ესენი არიან კალაძეების სანაქებო ჩემპიონები?!
Amiran Menabde
11:09 19-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული