გიორგი ხიდეშელი მოედანს დეკემბერში დაუბრუნდება

AutoSharing Option
ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი დეკემბრამდე ვერ დაეხმარება. იგი ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ "დაჩიასთან" განმეორებითი შეხვედრისას დაშავდა, მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

ხიდეშელმა ოპერაცია 4 აგვისტოს გაიკეთა ბელგიაში ცნობილი ქირურგ მარტინსთან, რომლის პაციენტებს შორის ბრაზილიელი ვარსკვლავი კაკაცაა. ერთი კვირის წინ გიორგი კვლავ გაემგზავრა ბელგიაში სარეაბილიტაციო კურსისთვის, იქ ერთ თვეს დაჰყოფს, შემდეგ მცირე ხნით დაბრუნდება და მერე ისევ მოუწევს ორკვირიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა ბრიუსელში.

გიორგის თქმით, ვარჯიშს დეკემბერში განაახლებს, თამაში კი, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ შეეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული