ორდინსკისა და "გაგრას" გზები გაიყო

AutoSharing Option
"გაგრასა" და უკრაინელ ფეხბურთელ ვლადიმირ ორდინსკის შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ამის შესახებ "ლელოს" კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ აცნობა. მისი თქმით, კლუბის დატოვების სურვილი თავად მოთამაშემ გამოთქვა.

უკრაინელმა გაგრელებთან კონტრაქტი პირველად 2010 წლის ივნისში გააფორმა, მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ანატოლი პისკოვეცი ჩაუდგა. მომდევნო ერთწლიან კონტრაქტს წლეულს, ივნისში მოეწერა ხელი, მაგრამ ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა.

ორდინსკის წასვლის შემდეგ "გაგრაში" მხოლოდ ერთი უკრაინელი, მიკოლა ნაკონეჩნი დარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული