თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი ალექს გარსია "გაგრას" მეკარე კოკა სეფიაშვილითაა დაინტერესებული. გარსიას მისი დამატება ზამთრის მოსამზადებელი შეკრების წინ სურდა, თუმცა მხარეები სეფიაშვილის სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან.
ალექს გარსია ესპანეთიდან საქართველოში ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება და მაშინ გაირკვევა, შეთანხმდებიან თუ არა კლუბები.
შეგახსენებთ, რომ სეფიაშვილს "გაგრასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.