ცხინვალის "სპარტაკმა" ცხრა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავდა და ასეც მოხდა - 9 ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული: მეკარე ნიკა დაუშვილი, მცველები - ბოიომო ფრიდოლინი, გიორგი ციმაკურიძე, გიორგი სეფიაშვილი, გიორგი ალავიძე, ნახევარმცველები - გაგა თიბილაშვილი, კობა შალამბერიძე, თავდამსხმელები - რეზო ჯიქია და ზვიად მეტრეველი.

მათ, ვინც ტრანსფერზეა დაყენებული, სხვა გუნდში გადასვლაში ხელს არ შევუშლით და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით კიდეც - ასეთია "სპარტაკის" ხელმძღვანელთა პოზიცია.

ჯერჯერობით სპარტაკელები შვებულებაში არიან. გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას
4 იანვარს თბილისში შეუდგება.

მთავარი გუნდისგან განსხვავებით, "სპარტაკის" დუბლიორები კვლავაც ვარჯიშობენ. გუშინ ისინი აზერბაიჯანის ქალაქ თაუზში ადგილობრივ "თურანს" ეთამაშნენ. "სპარტაკის" შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაზიშვილმა უჩა ბურძენაძის პასით გაიტანა. ქართველი ლეგიონერების გარეშე მოთამაშე "თურანმა" ეს შეხვედრა 2:1 მოიგო.

ამ მატჩში ცხინვალელთა გუნდიდან შემტევი ნახევარმცველი ერეკლე ხაჭვანი გამოირჩეოდა და აზერბაიჯანელები მისით დაინტერესდნენ. მოჰყვება თუ არა ამ ინტერესს გაგრძელება, მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული