მათ, ვინც ტრანსფერზეა დაყენებული, სხვა გუნდში გადასვლაში ხელს არ შევუშლით და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით კიდეც - ასეთია "სპარტაკის" ხელმძღვანელთა პოზიცია.
ჯერჯერობით სპარტაკელები შვებულებაში არიან. გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას
მთავარი გუნდისგან განსხვავებით, "სპარტაკის" დუბლიორები კვლავაც ვარჯიშობენ. გუშინ ისინი აზერბაიჯანის ქალაქ თაუზში ადგილობრივ "თურანს" ეთამაშნენ. "სპარტაკის" შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაზიშვილმა უჩა ბურძენაძის პასით გაიტანა. ქართველი ლეგიონერების გარეშე მოთამაშე "თურანმა" ეს შეხვედრა 2:1 მოიგო.
ამ მატჩში ცხინვალელთა გუნდიდან შემტევი ნახევარმცველი ერეკლე ხაჭვანი გამოირჩეოდა და აზერბაიჯანელები მისით დაინტერესდნენ. მოჰყვება თუ არა ამ ინტერესს გაგრძელება, მომავალი გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"