გიორგი მეგრელაძე მარტვილამდე უზბეკეთს მოსინჯავს

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, "მერანი" შეკრებას ურეკში გადის. მარტვილელებს გუშინ ამხანაგური მატჩი ბათუმის "დინამოსთან" უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ წვიმისა და ქარის გამო თამაში ვერ მოხერხდა.

თუ საქართველოს შავიზღვისპირეთში ამინდი გამოსწორდა, ეს სპარინგი დღეს გაიმართება.

გიორგი მეგრელაძე, რომელიც "მერანის" თავკაც მალხაზ ჟვანიას კოტდივუარში დაბრუნებული მუნინი ტაპეს იდეალურ შემცვლელად ესახება, უზბეკეთში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ იქაურ კლუბში ისინჯება. თუ შუა აზიაში ვერ დარჩა, 33 წლის ფორვარდი "მერანში" ითამაშებს.

"მერანში" კვლავ ისინჯება ფარერებმოვლილი თავდამსხმელი მამუკა ტორონჯაძე, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი უახლოეს ტეტს-მატჩებში დააკვირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული