თუ საქართველოს შავიზღვისპირეთში ამინდი გამოსწორდა, ეს სპარინგი დღეს გაიმართება.
გიორგი მეგრელაძე, რომელიც "მერანის" თავკაც მალხაზ ჟვანიას კოტდივუარში დაბრუნებული მუნინი ტაპეს იდეალურ შემცვლელად ესახება, უზბეკეთში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ იქაურ კლუბში ისინჯება. თუ შუა აზიაში ვერ დარჩა, 33 წლის ფორვარდი "მერანში" ითამაშებს.
"მერანში" კვლავ ისინჯება ფარერებმოვლილი თავდამსხმელი მამუკა ტორონჯაძე, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი უახლოეს ტეტს-მატჩებში დააკვირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"