ქართველი მწვრთნელები ესპანეთში ისწავლიან

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას, ქართველ მწვრთნელთა ჯგუფი მადრიდში გაემგზავრა. დელეგაციას მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე ხელმძღვანელობს.

ესპანეთში ახალგაზრდებთან მომუშავე მწვრთნელები, ვალერი გაგუა, რამაზ სოღოლაშვილი, რამაზ სვანაძე, მამუკა ჩაჩუა, ჯესი სურმავა, ზაზა ინიაშვილი, აკაკი კვერნაძე და ალექსანდრე ბურნაძე 4-დღიან სწავლებას გაივლიან.

სემინარის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვთნელთა განათლების მენეჯერ ვარლამ დარსაძეს ვესაუბრეთ:

"ახალგაზრდა სპეციალისტები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ლას როსასში" ისწავლიან. ეს ღონისძიება უეფას მიერ არის ორგანიზებული. სწავლების თემა მასობრივი ფეხბურთი იქნება," - გვითხრა ვარლამ დარსაძემ, რომლის თქმით, ასეთ პროექტებს ინტენსიური
სახე ექნებათ და საზღვარგარეთ კვლავ გაიგზავნებიან ის სპეციალისტები, რომლებიც ახალგაზრდებთან და ბავშვებთან მუშაობენ.

"რა თქმა უნდა, განვაგრძობთ სხვადასხვა კატეგორიის ლიცენზიების კურსების ჩატარებასაც და ვეცდებით, უფრო მეტ ლიცენზირებულ მწვრთნელს მივცეთ ბავშვებთან მუშაობის საშუალება. საჭიროა, დროდადრო შევკრიბოთ ისინი და მივაწოდოთ ინფორმაცია თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებზე", - ამბობს მწვრთნელთა განათლების მენეჯერი.

ქართული დელეგაცია სამშობლოში 28 იანვარს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული