გიორგი ხიდეშელი ფეხბურთს ესპანეთში დაუბრუნდება

AutoSharing Option
უკვე ნახევარი წელია, გიორგი ხიდეშელი "ზესტაფონს" ვერ ეხმარება. ტანმაღალი მცველი, რომელსაც 23 იანვარს 24 წელი შეუსრულდა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კიშინიოვის "დაჩიასთან" განმეორებით შეხვედრაში დაშავდა და გუნდს მას მერე გამოაკლდა.

გაწყვეტილ ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია ფეხბურთელმა შარშან, აგვისტოში ცნობილ ბელგიელ ექიმ მარტენსთან გაიკეთა, შემდეგ კი ორი სარეაბილიტაციო კურსი იქვე, ბელგიაში გაიარა.

ხიდეშელი კლუბს 10 იანვარს დაუბრუნდა და ვარჯიში გუნდთან ერთად განაახლა, თუმცა, როგორც ამბობს, მარტენსთან კვლავ ინტენსიურ კონსულტაციებს გადის, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს.

"შეკრებამდე ექიმ მარტენსს დაველაპარაკები, სრული დატვირთვით კი
ვვარჯიშობ, მაგრამ მინდა, რისკი გამოვრიცხო. მასთან კონსულტაციის შემდეგ, 99%-იანი ალბათობით, თამაშს დავიწყებ და ესპანეთში უკვე შევძლებ თამაშს", - გვითხრა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონი" 3-9 თებერვალს ესპანეთში, "მარბელიას თასზე" იასპარეზებს და დიდი ხნის პაუზის შემდეგ სწორედ ამ გათამაშებაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას გიორგი ხიდეშელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული