რევაზ არველაძე ფიფას კომიტეტშია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიფადან წერილი მოვიდა: მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო იტყობინება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ფიფას მარკეტინგისა და ტელეუფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს.

ცნობისთვის, აღნიშნული კომიტეტი 15 წევრისგან შედგება და მისი უმთავრესი ფუნქცია ფიფას აღმასრულებელი კომიტეტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა და ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაა.

მარკეტინგისა და ტელეუფლებების კომიტეტი ფიფასა და მის პარტნიორ მარკეტინგულ და სატელევიზიო კომპანიებს შორის არსებულ ხელშეკრულებებსა და შემდგომ ურთიერთობას არეგულირებს. ფიფას აღმასკომი კი ამ სფეროში გადაწყვეტილებებს სწორედ ამ კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით იღებს.

სფფ-ში მიაჩნიათ,
რომ გენერალური მდივნის ასეთი რანგის კომიტეტში შეყვანა მნიშვნელოვანი ფაქტია და ფიფასა და ჩვენი ფედერაციის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული