სავარაუდო ტრანსფერი: რატი წინამძღვრიშვილი კვიპროსის "ანორთოსისში"

AutoSharing Option
"ზესტაფონის" 23 წლის თავდამსხმელმა, რატი წინამძღვრიშვილმა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ კლუბში 10-ნომრიანი მაისურა გადასცეს, კარიერა შესაძლოა, კვირპოსულ "ანორთოსისში" გააგრძელოს (საუბარია იჯარაზე).

ვინაიდან იმერლები ახლა ესპანეთში, კერძოდ კი, მალაგაში იმყოფებიან და შეკრებას გადიან, თანაც ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა წუხელ დაიხურა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე შეთანხმდნენ კლუბები.

წინამძღვრიშვილმა გუშინ ამხანაგურ მატჩში "დნიპროს" გოლიც გაუტანა, რომელიც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა 8:2 წააგო. წინამძღვრიშვილი "ზესტაფონში" 2008 წლიდან გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული