ლანჩხუთის "გურია": 10 000-იანი სტადიონი, ახალი საფარი და უმაღლესი ლიგა

AutoSharing Option
საუმაღლესლიგო პლეი-ოფისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს ლანჩხუთის "გურია". გიგლა იმნაძის შეგირდები ორჯერად ვარჯიშებთან ერთად ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავს.

ბოლო შეხვედრაში ლანჩხუთელებმა გურულ დერბიში ოზურგეთის "მერცხალს" 2:0 მოუგეს. მანამდე კი კიდევ ერთ თანალიგელ - ბათუმის "დინამოსთან" 0:0 ითამაშეს.

სულ "გურიამ" 5 ტესტ-მატჩი გამართა, რომელთაგან 4 მოიგო - ისევ "მერცხალთან" (4:1) და უმაღლესლიგელებთან: ფოთის "კოლხეთთან" 2:0 და ზუგდიდის "ბაიასთან" - 2:1.

გუნდის ძირითადი ბირთვი შერჩეულია, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერება ისევ იგეგმება. "გურია" განსაკუთრებით მეკარის დამატებას ლამობს, რადგან "ვიტ ჯორჯიას" ყოფილმა მეკარემ, არდალიონ მიქაბერიძემ ლანჩხუთში
მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა და ძირითად მეკარეობას რატომღაც ფოთის "კოლხეთში" გადასვლა და ლადო ნადირაშვილთან კონკურენტობა ამჯობინა.

"გურიას" უცხოეთიდან დაბრუნებული 2 ქართველი მეკარიდან ერთ-ერთის გადაბირება სურდა, მაგრამ ალავიძემ ბათუმის "დინამოს" მიაშურა, ხოლო ბუბუტეიშვილი - უცხოეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას.

რაც შეეხება სტადიონს, რომლის რეკონსტრუქციაც წელს იგეგმება, სულ მალე არქიტექტორთა ჯგუფი გურიის რეგიონს კიდევ ერთხელ ეწვევა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე: "ლანჩხუთის სტადიონის მშენებლობაზე გამოცდილი არქიტექტორები მანუჩარ მახათაძე და ლევან გეგეშიძე იმუშავებენ. სტადიონს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, გაუკეთდება იზოლაცია, დაიდგმება ახალი ტაბლო, ასევე ჩატარდება გამაგრებითი სამუშაოები. მოგეხსენებათ, ჩვენი სტადიონი გათვლილი იყო 22 000 გულშემატკივარზე, ახლა ვაპირებთ 10 000 ინდვიდუალური სკამის დამონტაჟებას, შეკეთდება მისასვლელი გზები.

ვესაუბრეთ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს და მან მინდვრის საფართან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა, რესპუბლიკაში ამ ეტაპზე ორი ასეთი საფარი კეთდება და ერთი ჩვენთან დაიგება.

სამწუხაროდ დაკარგულია სტადიონის საპროექტო ნახაზები. როგორც ცნობილია, თავის დროზე სტადიონის მშენებლობა ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ცოცხლები არიან ის კონსტრუქტორი და არქიტექტორი, ვინც იმდროინდელი პროექტი შეადგინეს და ჩვენი არქიტექტორები დავაკავშირეთ მათ.

გადავწყვიტეთ "გურიასთან" შევქმნათ ახალგაზრდული გუნდი, სადაც ძირითადად ითამაშებენ 23-წლამდე ასაკის ფეხბურთელები. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარ მწვრთნელს - გიგლა იმნაძეს. ჩვენც მხარში დავუდგებით და ყველანაირ პირობას შევუქმნით. თან დავალება მივეცით, რომ რვა გუნდში მეოთხე ადგილი დაიკავოს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა მისთვის, მას არ ეშინია ამ პასუხისმგებლობის და დარწმუნებული ვარ, კარგ გუნდს ჩამოაყალიბებს.

მჯერა, რომ შედეგს მივაღწევთ და უმაღლეს ლიგაში გადავალთ. ასე რომ, ერთად ვიწყებთ სტადიონის მშენებლობას, გუნდის გაძლიერებას და მალე ბაზაზეც იქნება საუბარი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ჰჰჰგჰჰჯჯკკლლიიიიიყტყუი
მკითხველის კომენტარები / 3 /
და 10 ატასიან ტრიბუნებს რო უკეტებტ არ შეიძლება რო 22 იანი როგორც არი ისე რო გააკეთოთ?
saso
18:03 02-02-2012
0
ძალიან კაგი ნელ ნელა კეთდება კარგი სტადიონები რაც ძალიან მახარებს
beqa
20:14 02-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული