"ზესტაფონი" ესპანეთში ნავსის გატეხვას შეეცდება

AutoSharing Option
8 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" და საერთოდ, ესპანურ შეკრებაზე ბოლო მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ჩემპიონები მეშვიდე ადგილისთვის მატჩში სამარის "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებეთ, "ზესტაფონს" ესპანურ შეკრებაზე წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია. "მარბელას თასამდე" ფეროელები დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" 2:8 განადგურდნენ, ტურნირის მეოთხედფინალში ყაზანის "რუბინთან" 1:5 იწვნიეს, რასაც რუმინულ "ტიმიშოარასთან" 0:3 მოჰყვა.

იმედია, დღეს "ზესტაფონი" ამაზე გაცილებით უკეთეს შედეგს მიაღწევს.

რაც შეეხება "კრილიას", მეოთხედფინალში სამარელები კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდნენ, რის შემდეგაც მოსკოვის ცსკა-სთან 0:1 დათმეს.

დავით მუჯირს "ზესტაფონის" გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და თუ
დღეს თამაში შეძლო, თავის ყოფილ კლუბთან ბრძოლა მოუწევს. შეგახსენებთ, "ზესტაფონის" გამოცდილმა ახალწვეულმა "კრილია სოვეტოვში" 2006 და 2007 წლები გაატარა და დიდი წარმატებითაც ითამაშა. მის მიღწევებზე ყველაზე ნათლად ის ფაქტი მეტყველებს, რომ იგი "კრილიას" კაპიტნად აირჩიეს.

დღევანდელი "კრილია" მუჯირისდროინდელი გუნდისგან განსხვავებით, ამ სეზონში რუსული პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის შუაგულშიც გაუჭირდა ფეხის მოკიდება და უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის. 16-გუნდიან ჩემპიონატში სამარელები დღეისთვის მე-13 პოზიციაზე არიან.

"კრილია სოვეტოვს" ანდრეი კობელევი წვრთნის, გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი კი 33 წლის სერბი ოგნიენ კორომანია, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩი ჩაუტარებია და სხვადასხვა რუსული კლუბების გარდა, ინგლისური "პორტსმუთის" ღირსებაც დაუცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული