შეგახსენებეთ, "ზესტაფონს" ესპანურ შეკრებაზე წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია. "მარბელას თასამდე" ფეროელები დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" 2:8 განადგურდნენ, ტურნირის მეოთხედფინალში ყაზანის "რუბინთან" 1:5 იწვნიეს, რასაც რუმინულ "ტიმიშოარასთან" 0:3 მოჰყვა.
იმედია, დღეს "ზესტაფონი" ამაზე გაცილებით უკეთეს შედეგს მიაღწევს.
რაც შეეხება "კრილიას", მეოთხედფინალში სამარელები კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდნენ, რის შემდეგაც მოსკოვის ცსკა-სთან 0:1 დათმეს.
დავით მუჯირს "ზესტაფონის" გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და თუ
დღევანდელი "კრილია" მუჯირისდროინდელი გუნდისგან განსხვავებით, ამ სეზონში რუსული პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის შუაგულშიც გაუჭირდა ფეხის მოკიდება და უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის. 16-გუნდიან ჩემპიონატში სამარელები დღეისთვის მე-13 პოზიციაზე არიან.
"კრილია სოვეტოვს" ანდრეი კობელევი წვრთნის, გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი კი 33 წლის სერბი ოგნიენ კორომანია, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩი ჩაუტარებია და სხვადასხვა რუსული კლუბების გარდა, ინგლისური "პორტსმუთის" ღირსებაც დაუცავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"