ალექს გარსიას ღია წერილი თბილისის "დინამოს" და მთელ საქართველოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ექს-დამრიგებელმა ესპანელმა ალექს გარსიამ თავის გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელმაც საქართველოსა და თბილისის "დინამოს" მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა.

გთავაზობთ წერილის ქართულ ვერსიას.

"მე არ მიყვარს დამშვიდობება, ვინაიდან ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს მეორედ შეხვედრის შანსი. მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმ რვა თვისთვის, რომელიც ჩემთვის მართლაც სასიამოვნო იყო.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს", მის პრეზიდენტს რომან ფიფიას და გენერალურ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომლებმაც მომცეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი ამ დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელი.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს. თითოეული
ვარჯიში და მატჩი იქნება დაუვიწყარი. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც გვერდში მედგნენ და საქმეს მიიოლებდნენ.

განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი გიორგი ყოლბაიას, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. მადლობა კლუბში დასაქმებულ ყველა ადამიანს და ფანებს, რომლებიც "დინამოს" გვერდით ყოველთვის იდგნენ. მადლობა ხალხს, რომელთა მხრიდანაც ვგრძნობდი სიმპათიას, სიყვარულს, მეგობრობას, პატივისცემას. განსაკუთრებით მადლობა "Red Cafe"-სა და სასტუმრო "ბომონდის" თანამშრომლებს.

მადლობა იმისთვის, რომ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში თავს ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. მე ნამდვილად არ მეგულება მრავალი ასეთი კლუბი, ასეთი ფანები და ასეთი ხალხი. მე ახლა თავს ქართველად ვგრძნობ და რაღა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" გულშემატკივრად ვრჩები.

მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომ მე მივუძღვენი თითოეული წუთი, საათი, დღე ჩემს გუნდს და კლუბს. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ არა, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიღწვოდი "დინამოსთვის". არ მჭირდება იმ ტყუილების განსჯა, რაც ჩემს მუშაობასა და პროფესიონალიზმე ითქვა. მე მაქვს სუფთა სინდისი, ღია გული და სუფთა ხელები. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს პატიება, დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება.

მე მაქვს ვალი მოსახდელი კლუბთან. მაქვს იმედი, რომ კვლავ მომეცემა საშუალება, რომ ვიყო თბილისის "დინამოს" მწვრთნელი. მთელი გულით მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული თქვენდამი.

შეხვედრამდე.

ალექს გარსია
ექს–მთავარი მწვრთნელი თბილისის "დინამოსი".

წერილი თბილისის "დინამოს" ფან-კლუბის ვებ-გვერდზე (gladiators.ge) გამოქვეყნდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბევრი უმადური წასულა.აქ სიყვარულს რომ გვეფიცებოდნენ მერე კი გვლანძღავდნენ.ამიტომ სასიამოვნოა გარსიას წერილი.
bondo
19:51 14-02-2012
0
თუკი ვონმე არის დამნაშავე ქართულ მხარესა და ალექს გარსიას შორის არსებულ "გაუგებრობაში," ასე მგონია ეს ალექს გარსია არ უნდა იყოს
dato
20:11 14-02-2012
0

სიახლეები პოპულარული