"ზესტაფონს" ჯაბა დვალი უბრუნდება

AutoSharing Option
ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ლაზარეთიდან ჯაბა დვალი უბრუნდება. 27 წლის ფორვარდმა მუხლის ტრავმა ესპანეთში, შეკრებაზე მიიღო, რუმინული "ტიმიშოარას" წინააღმდეგ და გუნდს ორი კვირით გამოაკლდა.

ფეხბურთელი რამდენიმე დღით დაასვენეს, თავად კლუბმა კი აქტიური მზადება ეროვნული ჩემპიონატისთვის დვალის გარეშე განაგრძო და წარმატებით დაასრულა ორი კალენდარული მატჩი - "გაგრასა" და "ბაიას" წინააღმდეგ.

ინდივიდუალური მომზადების პროგრამას თავდამსხმელი 23 თებერვალს დაასრულებს, შემდეგ კი გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს იმერლები "სპარტაკს" გაეჯიბრებიან, 4 მარტს კი "ვიტ ჯორჯიას" და ამით მეორე წრეს დაასრულებენ. ორივეს მოგების
შემთხვევაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პირველობას გაიმყარებს.

რაც შეეხება დვალს, ვინაიდან "ზესტაფონს" "ვეტერინარებთან" გასვლაზე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოუწევს თამაში, ტრავმის გამიზეზების თავიდან ასაცილებლად, თავდამსხმელი, ალბათ, ამ მატჩსაც გამოტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული