მოგეხსენებათ, იანვარში მთლიანად მოხდა დასავლეთ ტრიბუნის დემონტაჟი და მაშინვე დაიწყო ახლის მშენებლობა, რომელიც მართალია, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა არენის მდგომარეობას მატჩის გამართვისთვის დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.
"სამუშაოები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. დასავლეთი ტრიბუნა მწყობრში სრულად მაისში იქნება, თუმცა მინდორი შესანიშნავ მდგომარეობაშია. გასახდელები, მსაჯთა ოთახი და სველი
მაყურებელი ჯერჯერობით "ტორპედოსთან" მატჩში მხოლოდ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე განთავსდება. ხოლო სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დასავლეთ ტრიბუნის კეთილმოწყობის შემდეგაც გაგრძელდება.
მაგალითად, სტადიონის თაღი და ჩრდილოეთ ტრიბუნაა გასაკეთებელი. საბოლოოდ ჩვენი არენა აუცილებლად უეფას მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტის და გორელებისთვის საამაყო იქნება", - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ დალაქიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოების პარალელურად, სტადიონის სიახლოვეს მდებარე ბავშვთა საფეხბურთო სკოლაშიც გაკეთდა მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. აქვე ბუნებრივი საფარის არენასაც განაახლებენ.
ზურაბ დალაქიშვილის ინფორმაციით, "ქართლის" სტადიონის კეთილმოწყობაც უთუოდ მოხდება, ოღონდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.
მაშ ასე, უახლოესი დღეებიდან სპორტული თვალსაზრისით გაძლიერებულ "დილას" გორელები მშობლიურ არენაზე იხილავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"