გიორგი დევდარიანი: ფეხბურთელებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანმა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გააკეთა.

"მივიღე გადაწყვეტილება "დინამოს" დატოვების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩემსა და ფეხბურთელებს შორის არ შედგა კომუნიკაცია. ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვიმყოფებით.

წლების მანძილზე ბავშვებთან მუშაობის შედეგად, ფეხბურთელებისგან სათამაშო დისციპლინის დაცვას მიჩვეული ვიყავი, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე.

ძალიან გამიჭირდა წლების მანძილზე ჩემს გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებზე უარის თქმა, მაგრამ წინ "დინამო" დავაყენე, ვინაიდან ძალიან მჯეროდა წარმატების.

სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა. როდესაც გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, ან მწვრთნელმა უნდა დატოვოს
თანამდებობა, ან ფეხბურთელების ჯგუფმა. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ჩემი წასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა.

მე ისევ ვრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში", - განაცხადა დევდარიანმა.

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს გუნდის მეორე მწვრთნელი რამაზ მუმლაძე შეასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე მგონი ფიფიას ბრალია ყველაფერი. არ უნდა ერეოდეს ყველაფერში.
ramo
17:15 17-04-2012
0
გოგუა სადაც მივა იქ ყველაფერი ირევა....
თემური
17:26 17-04-2012
0

სიახლეები პოპულარული