ამ ბოლო დროს წინამძღვრიშვილი "ზესტაფონის" 18-კაციან განაცხადში ვერ ხვდებოდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ "ზესტაფონიდან" წასვლის სურვილი თავად ფეხბურთელსაც გაუჩნდა.
ტრავმებისგან დატანჯულმა ფორვარდმა ოპტიმალური ფორმის დაბრუნება ვერ შეძლო, რის გამოც ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად "ლელო" "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელს, სერგო ფუტკარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამდაგვარ საკითხებზე საუბარი ამ მომენტში მიზანშეწონილი არ არის.
"სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ამიტომ გუნდიდან ვინ წავა და ვინ მოვა,
"ლელო" თავად ფეხბურთელსაც ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს:
- გუნდთან ერთი წელი კონტრაქტი კიდევ მაქვს, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს "ზესტაფონიდან" წამოვალ.
- რაიმე კონკრეტული ვარიანტი უკვე ხომ არ გამოჩნდა?
- არა, ვარიანტებზე ჯერ არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ გუნდს დავტოვებ. თუმცა ჯერჯერობით ზესტაფონში ვარ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"