ჩეხი სპეციალისტები გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მიიღო.
ცხადია, ჩეხები საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად არ გვესტუმრებოდნენ. ხომ არ ინიშნება უმცროსი უჰრინი თბილისური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად?
ამის თაობაზე კომენტარი რომან ფიფიას ჩამოვართვით:
- უჰრინები მართლაც იმყოფებოდნენ დიღმის ბაზაზე და უმცროსი უჰრინის კანდიდატურა მართლაც განიხილება, მაგრამ ეს არის სამიდან ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი და
- იმ ორი კანდიდატიდან რომელიმე უფრო რეალურია?
- მოითმინეთ და ორ-სამ დღეში ყველაფერს შეიტყობთ.
* * *
69 წლის უჰრინი თბილისის "დინამოს" 2006-08 წლებში წვრთნიდა და ბოლოს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა გუნდმა ოქროს მედლები.
მართალია, თქვა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ 2009 წელს ბრატისლავას "სლოვანი" ჩაიბარა. მას შემდეგ კი მართლაც დაისვენა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს 1996 წელს ჩეხებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული. უმუშავია პრაღის "სპარტაში", კვიპროსის აიკ-ში, აელ-სა და "აპოელში", ქუვეითის ნაკრებში, ჰაიფას "მაკაბიში".
მისი ვაჟი, უმცროსი უჰრინი 45 წლის გახლავთ. მუშაობდა პრაღის "ბოჰემიანსში" (2002-04), ბოლესლავის "მლადაში" (2004-07, 2009-10), ტიმიშოარას "პოლიტეხნიკაში" (2007-08, 2010-11), "კლუჟში" (2008-09), ლიმასოლის აელ-ში (2010).
უმცროსი უჰრინის კარიერული წინსვლა ბოლესლავის "მლადაში" დაიწყო. გუნდი ჩაიბარა მაშინ, როცა ჩეხეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის პირას იმყოფებოდა. მეორე სეზონში კი "მლადა" ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობამდე დააწინაურა, უეფას თასზე გაიყვანა და სახელი მარსელის "ოლიმპიკის" გამოგდებით შეიქმნა.
ამის შემდეგ რუმინულ "პოლიტეხნიკაში" მიიწვიეს. ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, 2008-09 წლების სეზონში ტიმიშოარულმა კლუბმა პირველად გააღწია უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. ამის მიუხედავად, "პოლიტეხნიკას" მეპატრონემ, მერიან იენკუმ კლუბიდან გაუშვა. როგორც "ვიკიპედიაში" წერია, იენკუს ასეთი გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებდა.
"პოლიტეხნიკაში" მისი დაბრუნებაც შთამბეჭდავი გამოდგა, 2010-11 წლებში გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ვალების გამო გუნდი II ლიგაში გადაისროლეს, 2011 წლის 27 ივნისს კი უჰრინმა კლუბი დატოვა და ერთი წელი ისვენებდა.
თუ თბილისის "დინამოს" უმცროს უჰრინს ჩააბარებენ, ეს იქნება მეორე კლუბი, რომელსაც მამის შემდეგ გაწვრთნის: პირველი კვიპროსული ლიმასოლის აელ-ია. უფროსი უჰრინი კვიპროსელებს 1988-89 წლებში წვრთნიდა, შვილი კი - 2010 წელს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუ ასე გინდათ ეს გარსია, მაშინ ჩადით ესპანეთში დაელაპარაკეთ !!! ან შეხვდით რომან ფიფიას, რახან კაცმა თქვა რომ არ გაამართლაო ესე იგი მასეა რაა.
ყველაფერს ხომ არ იტყვის კაცი რა შეეეშალა და არა, ესპანეთის ზბორებზე 30 კაციდან 20 ტრამვირებული ჩამოვიდა გასაშვები კი არა გასაგდები იყო. ეს ჩემი მოგონილი არ არის დევდარიანმა გამოაცხადა საქვეყნოდ, მე 4 ზე რო გავიდა დინამო საგოლ მაინც !!!!!!!!!!! ნაღდი ქართული ქცევაააააა როდესაც მხარში დგომა გჭირდება მაშინ ყველა გთელავს საღოოოოოოოოოოოოოლ ჯიგრები ხართ!!!!!!!!!!!!
ბატონო რომან მიაწექით პირველ ჩვენებას!!!!!!!!!!!!