კახა კალაძის გაცილების მატჩი საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ბაქო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატ ქალაქებს შორის ვერ მოხვდა, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, ქართულ განაცხადს შეუერთდეს და "ევრო 2020"-ის მასპინძლობისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ლაპარაკი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ. თუმცა სფფ-ის თავკაცთან ინტერვიუში გვერდს ვერც სკანდალურად დასრულებულ (თუ ჯერაც დაუსრულებელ?!) ეროვნულ ჩემპიონატს, სანაკრებო მატჩსა და სხვა საინტერესო ამბებს ავუვლიდით.

- მოხარული ვარ, საქართველოს განაცხადს აზერბაიჯანიც რომ შეუერთდა და ერთად ვიბრძოლებთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას მეტი ფინანსური საშუალება ექნება, ერთად მეტი გამოგვივა. ივნისის
დასაწყისში შევიკრიბებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და 30 ივნისს კიევში გასამართ უეფას კონგრესზე წარვსდგებით, სადაც შეტანილ საბუთებს განიხილავენ.

თუ ერთ ეტაპს გავივლით, მერე ვიზრუნებთ შემდგომ ნაბიჯზე - პროექტებზე, ქალაქებზე, სტადიონებზე და ა.შ.

- ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში მაღალი დონის სტადიონები, სასტუმროები, აეროპორტები უნდა იყოს. ამ ყველაფრის მშენებლობას კი დიდი ფული სჭირდება...
- სახელმწიფოსგან ასპროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს - არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგანაც. რაც შეეხება კერძო სექტორს, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული - სასტუმროების, რესტორნების, სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებმა დაინტერესება თავად უნდა გამოიჩინონ.

- საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი სკანდალურად დასრულდა: "ზესტაფონიც" და "მეტალურგიც" მიიჩნევენ, რომ სეზონი პირველ ადგილზე დაასრულეს...
- ყველაფერი დებულების მიხედვით გაკეთდა და საქართველოს ჰყავს 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონი - "ზესტაფონი".

- თქვენი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, გაამართლა იმ სისტემამ, რომლითაც საქართველოს 2011/12 წლების საფეხბურთო სეზონი ჩატარდა?
- ეს ექსპერიმენტული ჩემპიონატი იყო. 3 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში შევიკრიბებით ყველა კლუბის წარმომადგენლებთან ერთად. თავიანთ მოსაზრებებს, სურვილებს გაგვაცნობენ და ვიმსჯელებთ. შემდეგ კი ყრილობაზე გადავწყვეტთ, როგორი ფორმატით ჩატარდება მომავალი ჩემპიონატი.

- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩზე რას იტყვით, თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ნაჩვენები თამაში მოგეწონათ?
- მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვნახე ქართული ფეხბურთის მომავალი, კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები.

სამწუხაროდ, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისა საქართველოს თასის ფინალის გამო.

რაც შეეხება თურქეთთან შეხვედრის პირველ ტაიმს, ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც ვიცით. ასე რომ, რაიმე ახლის თქმა გამიჭირდება.

- საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ კარიერა დაასრულა. გაიმართება საქართველოში მისი დიდი სპორტიდან გაცილების მატჩი?
- აუცილებლად! კარიერა დაასრულა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა და კახა კალაძის დიდი სპორტიდან გაცილების მატჩი საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს შეკითხვა არც უნდა დაგესვათ.

იხილეთ ვრცლად

რატი შელეგია
www.kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ
კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მკითხველის კომენტარები / 4 /
dato, არანაირად არ მინდა ჩრდილი მივაყენო შენს მიერ დასახელებულ მართლაც დამსახურებულ ფეხბურთელებს, მაგრამ ისინი საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდნენ. ამ შემთხვევაში დომენტი მართალია, ერთი სიტყვა აკლდა მის ჭინადადებას "დამოუკიდებელი".
zaali
09:38 31-05-2012
0
ეს რომ შენი აზრი არაა ყველამ ვიცით, ალბათ დაგავალდებულეს უეფაში და იმიტომ ამბობ თორემ შენც ისეთი რიგითი მლიქვნელი ხარ როგორც დანარჩენი ყველა ჩინოვნიკი.
zaza sigu
18:07 30-05-2012
0

სიახლეები პოპულარული