დუშან უჰრინი უმცროსი: თბილისის "დინამოს" მამაჩემთან ერთად გავწვრთნი

AutoSharing Option
ჩეხური ვებგვერდი idnes.cz ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისის "დინამოს" დუშან უჰრინი უმცროსი გაწვრთნის. 45 წლის ჩეხ სპეციალისტს ამ თანამდებობაზე კონსულტანტობას მამა - თბილისურ კლუბში 2006-08 წლებში ნამუშევარი დუშან უჰრინი უფროსი გაუწევს.

მამა-შვილის თბილისის "დინამოს" მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შესახებ ცნობილი მანამდე გახდა. ახლა კი, როგორც ჩანს, საკითხი გადაწყვეტილია - ჩეხური საიტის ცნობით, უჰრინები თბილისურ კლუბს ერთი წლით დაუკავშირდებიან. ამასთან, უფროსი უჰრინი კლუბის აკადემიაშიც იმუშავებს.

"ახლახან დავბრუნდი საქართველოდან და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თბილისის "დინამოს" ერთი წლით შევუთანხმდი.

მართალია, ჩეხეთში მუშაობა უფრო
მსურდა, თუმცა თბილისში ბრწყინვალე პირობებია. "დინამო"
ძალიან კარგი კლუბია, სადაც სამუშაოდ ყველა პირობაა", - განაცხადა უმცროსმა დუშან უჰრინმა.

კონტრაქტის გაფორმების ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ თბილისის "დინამოში". კლუბის პიარ-მენეჯერის, ლაშა დვალიშვილის თქმით, დუშან უჰრინთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მიმდინარეობს მუშაობა დეტალებზე და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

* * *
69 წლის უჰრინი თბილისის "დინამოს" 2006-08 წლებში წვრთნიდა და ბოლოს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა გუნდმა ოქროს მედლები. რაც შეეხება მის ვაჟს, უმცროსი უჰრინი 45 წლის გახლავთ. მუშაობდა პრაღის "ბოჰემიანსში" (2002-04), ბოლესლავის "მლადაში" (2004-07, 2009-10), ტიმიშოარას "პოლიტეხნიკაში" (2007-08, 2010-11), "კლუჟში" (2008-09), ლიმასოლის აელ-ში (2010).

უმცროსი უჰრინის კარიერული წინსვლა ბოლესლავის "მლადაში" დაიწყო. გუნდი ჩაიბარა მაშინ, როცა ჩეხეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის პირას იმყოფებოდა. მეორე სეზონში კი "მლადა" ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობამდე დააწინაურა, უეფას თასზე გაიყვანა და სახელი მარსელის "ოლიმპიკის" გამოგდებით შეიქმნა.

ამის შემდეგ რუმინულ "პოლიტეხნიკაში" მიიწვიეს. ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, 2008-09 წლების სეზონში ტიმიშოარულმა კლუბმა პირველად გააღწია უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. ამის მიუხედავად, "პოლიტეხნიკას" მეპატრონემ, მერიან იენკუმ კლუბიდან გაუშვა. როგორც "ვიკიპედიაში" წერია, იენკუს ასეთი გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებდა.

"პოლიტეხნიკაში" მისი დაბრუნებაც შთამბეჭდავი გამოდგა. 2010-11 წლებში გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ვალების გამო გუნდი II ლიგაში გადაისროლეს, 2011 წლის 27 ივნისს კი უჰრინმა კლუბი დატოვა და ერთი წელი ისვენებდა.

ასევე იხილეთ
ვინ გაწვრთნის თბილისის "დინამოს"? მამა-შვილი უჰრინები რომან ფიფიას შეხვდნენ
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგით რა მოდით სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში დინამოს არც მწვრთნელი არ მოგწონთ, არც მფლობელი. 21 საუკუნეა დინამოს 30 წლის წინანდელი სახელი მორჩა მეტი არაფერი კაცმა გუნდი შეისყიდა, დიდი ხელფასები დაუნიშნა ფეხბურთელებს, გაარემონტა ბაზა, არემონტებს სტადიონს, აკეთებს ფეხბურთის აკადემიას. ცვლილებებს ახორციელებს მენეჯმენტში, აიღეთ ზესტაფონი რამდენი წელი დაჭირდათ სრულფასოვანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ერთ დღეში არაფერი არ კეთდება. 2013 დინამო 1-ზე გავა თუ 4-ზე მაგას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, ვანგა-ობას ვერავინ ვერ დაიბრალებს!
0
ეხლა კარგად მომისმინე ნეგრედო,ეტკობა ფეხბურთთან ძალიან მწყრალი დამოკიდებულება გავქს,ასე რომ შენთან კამათს არ ვაპირებ,მე რასაც ვამბობ ისეა და დინამო იმაზე ქვედა საფეხურზე დაიწევს სადაც ეხლა არის!!!
lasha
19:43 02-06-2012
0

სიახლეები პოპულარული