დუშან უჰრინი უმცროსი: თბილისის "დინამოს" მამაჩემთან ერთად გავწვრთნი

AutoSharing Option
ჩეხური ვებგვერდი idnes.cz ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისის "დინამოს" დუშან უჰრინი უმცროსი გაწვრთნის. 45 წლის ჩეხ სპეციალისტს ამ თანამდებობაზე კონსულტანტობას მამა - თბილისურ კლუბში 2006-08 წლებში ნამუშევარი დუშან უჰრინი უფროსი გაუწევს.

მამა-შვილის თბილისის "დინამოს" მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შესახებ ცნობილი მანამდე გახდა. ახლა კი, როგორც ჩანს, საკითხი გადაწყვეტილია - ჩეხური საიტის ცნობით, უჰრინები თბილისურ კლუბს ერთი წლით დაუკავშირდებიან. ამასთან, უფროსი უჰრინი კლუბის აკადემიაშიც იმუშავებს.

"ახლახან დავბრუნდი საქართველოდან და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თბილისის "დინამოს" ერთი წლით შევუთანხმდი.

მართალია, ჩეხეთში მუშაობა უფრო
მსურდა, თუმცა თბილისში ბრწყინვალე პირობებია. "დინამო"
ძალიან კარგი კლუბია, სადაც სამუშაოდ ყველა პირობაა", - განაცხადა უმცროსმა დუშან უჰრინმა.

კონტრაქტის გაფორმების ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ თბილისის "დინამოში". კლუბის პიარ-მენეჯერის, ლაშა დვალიშვილის თქმით, დუშან უჰრინთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მიმდინარეობს მუშაობა დეტალებზე და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

* * *
69 წლის უჰრინი თბილისის "დინამოს" 2006-08 წლებში წვრთნიდა და ბოლოს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა გუნდმა ოქროს მედლები. რაც შეეხება მის ვაჟს, უმცროსი უჰრინი 45 წლის გახლავთ. მუშაობდა პრაღის "ბოჰემიანსში" (2002-04), ბოლესლავის "მლადაში" (2004-07, 2009-10), ტიმიშოარას "პოლიტეხნიკაში" (2007-08, 2010-11), "კლუჟში" (2008-09), ლიმასოლის აელ-ში (2010).

უმცროსი უჰრინის კარიერული წინსვლა ბოლესლავის "მლადაში" დაიწყო. გუნდი ჩაიბარა მაშინ, როცა ჩეხეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის პირას იმყოფებოდა. მეორე სეზონში კი "მლადა" ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობამდე დააწინაურა, უეფას თასზე გაიყვანა და სახელი მარსელის "ოლიმპიკის" გამოგდებით შეიქმნა.

ამის შემდეგ რუმინულ "პოლიტეხნიკაში" მიიწვიეს. ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, 2008-09 წლების სეზონში ტიმიშოარულმა კლუბმა პირველად გააღწია უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. ამის მიუხედავად, "პოლიტეხნიკას" მეპატრონემ, მერიან იენკუმ კლუბიდან გაუშვა. როგორც "ვიკიპედიაში" წერია, იენკუს ასეთი გაუგებარი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებდა.

"პოლიტეხნიკაში" მისი დაბრუნებაც შთამბეჭდავი გამოდგა. 2010-11 წლებში გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ვალების გამო გუნდი II ლიგაში გადაისროლეს, 2011 წლის 27 ივნისს კი უჰრინმა კლუბი დატოვა და ერთი წელი ისვენებდა.

ასევე იხილეთ
ვინ გაწვრთნის თბილისის "დინამოს"? მამა-შვილი უჰრინები რომან ფიფიას შეხვდნენ
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფიფიას თუ ჰგონია, რომ ამათი დანიშვნით რამე გამოსწორდება ეჭვი მეპარება,ეს არის კაცი რომელიც არავის არ უსმენს და შეცდეომას შედომაზე უშვებს. დინამო კვლავ მე-4 ადგილს დაიკავებს 2013 წელს!!!
giorgi
16:10 31-05-2012
0
რა იყო რომან, მარტო შვილს ვერ ენდე და მამაც მოგყავს? კიდევ ვინმე მოგეძია მაგათ ნათესაობაში იქნებ გამოგადგეს ოჯახში...აღარ იცი ფული სად წაიღო შე უნამუსო და უცოდინარო კაცო!!!
irakli
18:29 31-05-2012
0

სიახლეები პოპულარული