როგორც ჩანს, "დინამოში" რუსთაველთა გადმოყვანა ამით არ დასრულებულა. თბილისურ კლუბში დაბრუნების შემდეგ,"მეტალურგის" აწ უკვე ყოფილი მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე საქმეს შეუდგა და შევიტყვეთ, რომ მალე, შესაძლებელია, "დინამოს" მაისურა რუსთაველთა ცენტრალურმა მცველმა გია კვარაცხელიამ და საყრდენმა ნახევარმცველმა ლუკა რაზმაძემ მოირგონ.
ამას გარდა, ბოლო დროს აქტუალურია საქართველოს ნაკრების კანდიდატის, ირაკლი მაისურაძის შესაძლო ტრანსფერი, რომლითაც "დინამო"
ინფორმაციის დასაზუსტებლად კვარაცხელიასა და მაისურაძეს დავუკავშირდით (რაზმაძესთან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა). თუმცა, ამ დაკავშირებას შედეგი არ მოჰყოლია - "მეტალურგში" არ ისურვეს, რომ ფეხბურთელებს ამ საკითხზე კომენტარები გაეკეთებინათ.
მოთამაშეთა გეგმებს რაც შეეხება: ვარჯიში ორივემ რუსთაველებთან ერთად დაიწყო, უცხოურ მოსამზადებელ ეტაპსაც "მეტალურგში" გაივლიან და გუნდს ევროპის ლიგაზე დაეხმარებიან.
რა იქნება ევროპის ლიგის მატჩების შემდეგ? შარშან თბილისის "დინამოდან" გაშვებამ კვარაცხელიას გული დაწყვიტა, მაგრამ რუსთაველებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ეს ტრანსფერი არარეალური არ ჩანს.
რეალურია თუ არა "დინამოში" მაისურაძის გადასვლა? ირაკლის "მეტალურგთან" კონტრაქტი თებერვალში უმთავრდება და ევროპის ლიგაზეც რუსთაველებს დაეხმარება. შემდგომ რა მოხდება, ეს ჯერ უცნობია.
თბილისელები "მეტალურგში" იჯარით გაშვებული გიორგი თექთურმანიძის დაბრუნებასაც აპირებდნენ, მაგრამ რუსთაველთა მთავარ მწვრნელს, კობა ჟორჟიკაშვილს 21 წლის პლეიმეიკერის ეიმედება და ამ ფეხბურთელის იჯარის გაგრძელება სურს.
რუსთაველთა სამეული დინამოში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
რომან ფიფია: გოგიტა გოგუა, ალბათ, თბილისის "დინამოს" დატოვებს
თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი
დუშან უჰრინი უმცროსი: თბილისის "დინამოს" მამაჩემთან ერთად გავწვრთნი
უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც რომან ფიფიამ თბილისის "დინამოსთვის" არ ისურვა