მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ივნისიდან დაიწყებს.

გუნდი 5 ივლისამდე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება, შემდეგ კი ბაკურიანში ერთკვირიან შეკრებას გაივლის.

მზადების მომდევნო, ორკვირიანი ეტაპი 15 ივლისიდან სლოვენიაში დაიგეგმა.

მაგრამ რა შემადგენლობით წარსდგება გუნდი ახალ სეზონში, ვინ დაიმატეს და ვის უშვებენ, ამის შესახებ ვებგვერდი არაფერს იუწყება.

ბევრია დამოკიდებული ახალ მთავარ მწვრთნელებზე - მამა-შვილი დუშან უჰრინები "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთშიც ეძებენ.

დინამო გვიან დაიწყებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?

რომან ფიფია: გოგიტა გოგუა, ალბათ, თბილისის "დინამოს" დატოვებს


თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი

დუშან უჰრინი უმცროსი: თბილისის "დინამოს" მამაჩემთან ერთად გავწვრთნი
მკითხველის კომენტარები / 3 /
გული მწყდება, რომ გულშემატკივარი ნაკლებ ყურადღებას იჩენს დინამოშო მიმდინარე პროცესებისადმი. გულს უხარია დინამოს ინფრასტრუქტურას რომ ვუყურებ და ამისთვის მადლობა ბატონ რომანს, მაგრამ კლუბი გულშემატკივრის გარეშე ბრძოლისუნარიანი ვერ გახდება და მითუმეტეს კონკურენტუნარიანი ევროპის გრანდებთან მიმართებაში. ამიტომ კლუბის მფლობელი ყურადღებით უნდა უსმენდეს გულშემატკივარს და ითვალისწინებდეს მის მოსაზრებას. ქართველ გულშემატკივარს კი სურს დინამოს მიერ საკუთარ სტადიონზე ლივერპულის დამარცხება კიდევ იხილოს. მე მომხრე ვარ უცხოელმა მწვრთნელმა ქართველი სპეციალისტების დახმარებით შექმნას სკოლა, რომელიც ქართული ფეხბურთის ფილოსოფიას ახლებურად განავითარებს თანამედროვე ფიზმომზადებისა და ტაქტიკის გამოყენებით. იმის ფონზე, რომ აფრიკელები და სლავები ბუნებრივად ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან,ვერანაირი ფიზმომზადებით მათ ვერ გადავასწრებთ, ამიტომ ქართველებმა ქართული ცეკვის სადარი არტისტიზმი და ინდივიდუალიზმი უნდა განვავითაროთ. გული მწყდება, რომ ქართველი ვარსკვლავი ახალგაზრდებშიც არა ჩანს, იმიტომ რომ მწვრთნელები არც ვარჯიძშზე და არც მოედანზე ორი შეხების შემდეგ ბურთის ფლობას ახალგაზრდებს უკრძალავენ. ამას დინამოში დაემატება ბუბა ტყავაძის რუსული ახრანკისეული მეთოდები, რომელიც ითვალისწინებს გუნდში დამსმენების, ამბისმიმტან, მორჩილი ფეხბურთელების წაქეზებას, ხოლო დისციპლინის დარღვევის საბაბით სიამაყის,რაინდის თვისებების მქონე, უსამართლობასთან ვერშემგუებელი ფეხბურთელების გაძევებას და რაც აქედან გამოვა ალბათ უახლოეს მომავალში ვიხილავთ!
nuca
14:59 19-06-2012
0
ქართველები ათამაშთ გუნდებში რა წაიგეთ ტვინი ამ უცხოელებით,ქართველ ახალგაზრდებს მიეცით გასაქანი....მომავალ თაობას...
feola
12:44 19-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული