დავით ყიფიანის თასზე სამაჩაბლოს პატარებმა იმარჯვეს

AutoSharing Option
გორის მიმდებარე სოფელ ტინისხიდის ბალახისა და ხელოვნურსაფარიან სტადიონებზე დასრულდა მინი-ფეხბურთის რეგიონული ტურნირი 12-წლამდელთა შორის დავით ყიფიანის თასზე.

შეჯიბრება დაგეგმა და ჩაატარა ლევან ჟორდანიას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა, "ღია სახალისო ფეხბურთის" წარმომადგენლობამ საქართველოში და შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციამ. ტურნირში 6 საფეხბურთო სკოლა მონაწილეობდა.

გამარჯვება სამაჩაბლოდან დევნილთა გუნდმა "სამაჩაბლომ" (მწვრთნელი ზურა მაისურაძე) მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა "ქართლი 2011", მესამეზე - სოფელ ტინისხიდის გუნდი.

"ტურნირი ტრადიციულია და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება. შეჯიბრებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, შიდა ქართლშიც დიდი ინტერესი გამოიწვია. ყმაწვილ მობურთალთა
მატჩებს მრავლად ჰყავდა მაყურებელი. პრიზები მერაბ ჟორდანიამ გამოგვიგზავნა", - გვითხრა შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ამავე რეგიონში "ღია სახალისო ფეხბურთის" კოორდინატორმა გია რევაზიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული