მატჩი რუმინელთა უპირატესობით დაიწყო. 32-ე წუთზე "ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა - რუმინელი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილს ვერც მან აჯობა და ვერც მისმა თანაგუნდელმა, რომლის დამატებაზეც "ტორპედოს" მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.
რუმინელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს: რაულ რუსესკუს დარტყმის შემდეგ ბურთი ქუთაისელთა მცველს, ლექსო კვახაძეს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მიგინეიშვილმა რეაგირება ვეღარ მოახერხა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდმა შემადგენლობა შეცვალა. რუმინელებმა კვლავ კარგად დაიწყეს, მაგრამ ტორპედოელები
55-ე წუთზე გრიგოლ დოლიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი რუმინელთა მცველმა ხელით შეაჩერა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა "სტიაუას" კარში პენალტი არ დანიშნა.
ქუთაისელებმა ანგარიში 58-ე წუთზე გაათანაბრეს: გიორგი გურულის ფლანგური გადაცემის შემდეგ "სტიაუას" მეკარე შეცდა და ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითაც "ტორპედოს" გამოცდილმა თავდამსხმელმა რევაზ გოცირიძემ ისარგებლა.
78-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა გიორგი კუხიანიძემ, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. 83-ე წუთზე კუხიანიძემ გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.
"ტორპედო": მიგინეიშვილი - რიგვავა (იოსელიანი, 60), კვახაძე (გამეზარდაშვილი, 60), ზ. ჭელიძე (ფარულავა, 72), გ. გურული (შერგელაშვილი, 60) - გიგაური (დიღმელაშვილი, 46), ფირცხალავა (დოლიძე, 46), სიჭინავა (კუხიანიძე, 46), ვ. ბოლქვაძე (გ. დათუნაიშვილი, 46), ე. გრიგალაშვილი (საბანაძე, 46) - ტუღუში (გოცირიძე, 46).
ქუთაისელები შემდეგ საკონტროლო შეხვედრას 25 ივნისს დაბა გოინგში დონეცკის "შახტართან" გამართავენ. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ტორპედო სტიაუას დაუზავდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო
გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია