ევროტურნირების წილისყრა: ქართული კლუბების ევროპული ციებ-ცხელება იწყება

AutoSharing Option
25 ივნისს ისეთი ამბავი მოხდება, რომელიც ქართველ გულშემატკივრებში თვით ევროპის ჩემპიონატის თემას გაუწევს კონკურენციას - ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში თბილისის დროით 14 საათზე ჩემპიონთა ლიგის, ხოლო 15 საათსა და 30 წუთზე ევროპის ლიგის პირველი ორი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და ევროტურნირებზე გასული ქართული კლუბები საკუთარი მეტოქეების ვინაობასაც შევიტყობთ.

შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაზე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება და წილისყრის წინ განთესილის სტატუსი მიენიჭა.

"ზესტაფონს" კარგი შანსი აქვს, იოლად დასაძლევი მეტოქე შეხვდეს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ანგარიშგასაწევი კლუბები განუთესავთა შორისაც არიან.

ფეროელთა სავარაუდო მეტოქეთა სია ასეთია:

შემროკ როვერსი (ირლანდია), ჟელეზნიჩარი (ბოსნია), რეიკიავიკი (ისლანდია), ნიუ საინთსი (უელსი), ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ვალეტა (მალტა), ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), ფლორა (ესტონეთი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), შახტიორი (ყარაღანდა, ყაზახეთი), შკენდერბეუ (ალბანეთი), ვარდარი (მაკედონია), ულისე (სომხეთი), ტრე პენე (სან მარინო), ლუსიტანოსი (ანდორა), ტორსჰავნი (ფარერები).

ევროპის ლიგაზე საქართველოს ღირსებას რუსთავის "მეტალურგი", გორის "დილა" და ქუთაისის "ტორპედო" დაიცავენ.

"დილა" პირდაპირ მეორე ეტაპზეა დაშვებული, "მეტალურგი" და "ტორპედო" კი პირველივე რაუნდში ითამაშებენ. მათ შორის, პირველ ეტაპზე მხოლოდ რუსთაველები განთესეს.

"მეტალურგის" სავარაუდო მეტოქეები არიან:
მტკ (უნგრეთი), მეტალურგი (მაკედონია), შიაულიაი (ლიტვა), ზიმბრუ (მოლდოვა), იუვასკულია (ფინეთი), ფლამურტარი (ალბანეთი), კლიფტონვილი (ჩრდ. ირლანდია), სანტა კოლომა (ანდორა), ლანელი (უელსი), კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია), ჟენესი ეში (ლუქსემბურგი), მურა (სლოვენია), ცელიე (სლოვენია), დაუგავა (ლატვია), ზეტა (ჩერნოგორია), ვესტმანაიარი (ისლანდია), ნარვა (ესტონეთი), ჰიბერნიანსი (მალტა), ფლორიანა (მალტა), აკურეირი (ისლანდია), ორდაბასი (ყაზახეთი), ჟეტისუ (ყაზახეთი), კალიუ (ესტონეთი), რუნავიკი (ფარერები), პორტდაუნი (ჩრდ. ირლანდია), გრევენმახერი (ლუქსემბურგი), განძასარი (სომხეთი), ჩელიკი (ჩერნოგორია), ეშენი (ლიხტენშტეინი), ტეუტა (ალბანეთი), ვიკინგური (ფარერები), სანტა კოლომა (ანდორა), დრუიდსი (უელსი), შირაქი (სომხეთი), ლა ფიორიტა (სან მარინო), ლიბერტასი (სან მარინო).

პირველ ეტაპზე განუთესავი "ტორპედოს" პოტენციურ მოწინააღმდეგეთა ჩამონათვალი უფრო კონტრასტულია - ამ ჩამონათვალიდან შეიძლება შეხვდეს როგორც ძლიერ, ასევე შედარებით სუსტ მეტოქეებს.

"ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები არიან:
ტვენტე (ჰოლანდია), ლეხი (პოლონეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), ელფსბორგი (შვედეთი), კალმარი (შვედეთი), აქტობე (ყაზახეთი), სენტ პატრიქსი (ირლანდია), სტაბეკი (ნორვეგია), გომელი (ბელარუსი), სარაევო (ბოსნია), ბოჰემიანსი (ირლანდია), სენიცა (სლოვენია), ოსიეკი (ხორვატია), ჰაფნარფიორდური (ისლანდია), ლევადია (ესტონეთი), პიუნიკი (სომხეთი), დაჩია (მოლდოვა), ბაქი (აზერბაიჯანი), ბორაცი (სლოვენია), მეტალურგსი (ლატვია), ბანგორ სიტი (უელსი), დიფერდანჟი (ლუქსემბურგი), ჰონვედი (უნგრეთი), სუდუვა (ლიტვა), იაგოდინა (სერბეთი), მიუპა (ფინეთი), ტირანა (ალბანეთი), ოლიმპია (სლოვენია), რენოვა (მაკედონია), ინტერი (აზერბაიჯანი), რუდარი (ჩერნოგორია), კუოპიო (ფინეთი), შკენდია (მაკედონია), ბირკირკარა (მალტა), სტრეიმური (ფარერები), ხაზარი (აზერბაიჯანი).

ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე ნებისმიერი ქართული კლუბი განუთესავი იქნება და, შესაბამისად, სავარაუდო მეტოქეთა სიაც უფრო სოლიდურია:

ტვენტე (ჰოლანდია), აპოელ (კვიპროსი), პაოკ (საბერძნეთი), სპარტა (ჩეხეთი), ლეხი (პოლონეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), ანორთოსისი (კვიპროსი), იანგ ბოიზი (შვეიცარია), პლზენი (ჩეხეთი), გენტი (ბელგია), ლეგია (პოლონეთი), ლევსკი (ბულგარეთი), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), მეტალურგი (დონეცკი, უკრაინა), ცსკა (ბულგარეთი), ელფსბორგი (შვედეთი), ანჟი (რუსეთი), ვიტესი (ჰოლანდია), რაპიდი (რუმინეთი), სლოვანი (სლოვაკეთი), ჰაიდუკი (ხორვატია), ბნეი იეჰუდა (ისრაელი), კალმარი (შვედეთი), რიდი (ავსტრია), აიკ (შვედეთი), ორჰუსი (დანია), ალესუნდი (ნორვეგია), მაქაბი ნეთანია (ისრაელი), სერვეტი (შვეიცარია), ადმირა (ავსტრია), აქტობე (ყაზახეთი), რუხი (პოლონეთი), სენტ პატრიქსი (ირლანდია), სპარტაკი (ტრნავა, სლოვაკეთი), ტრომსო (ნორვეგია), სტაბეკი (ნორვეგია), სლავენი (ხორვატია), გომელი (ბელარუსი), ვოივოდინა (სერბეთი).

ბოლოს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საწყისი რაუნდების კალენდარსაც გაგაცნობთ:

ჩემპიონთა ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 3-4 და 10-11 ივლისი
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 17-18 და 24-25 ივლისი
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 31 ივლისი-1 აგვისტო და 7-8 აგვისტო
პლეი ოფი: 21-22 და 28-29 აგვისტო

ევროპის ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 5 და 12 ივლისი
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 19 და 26 ივლისი
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 2 და 9 აგვისტო
პლეი ოფი: 23 და 30 აგვისტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

გიორგი ჭიაბრიშვილი: დავით სირაძის დამატების დიდი სურვილი მაქვს
დავით მუჯირი: "ზესტაფონს" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლია
გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედოს" მომზადებით კმაყოფილი ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული