ჩემპიონთა ლიგაში "ზესტაფონის" პირველი მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონია

AutoSharing Option
25 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონის" მეტოქე გამოავლინა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი, ბაქოს საფეხბურთო კლუბი "ნეფთჩი" იქნება.

აზერბაიჯანის ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი კლუბი 1937 წელს დაარსდა, თუმცა 1968 წლამდე "ნეფტიანიკის" სახელით ასპარეზობდა. საშინაო თამაშებს გუნდი ტოფიკ ბახრამოვის სახელობის ბაქოს რესპუბლიკურ სტადიონზე ატარებს. გულშემატკივგრები ამ კლუბს "ფლაგმანს" უწოდებენ და "მენავთობეებადაც" მოიხსენიებენ.

1960-72 და 1977-88 წლებში "ნეფტჩი" ასპარეზობდა საკავშირო უმაღლეს ლიგაში, 1966 წელს გახლდათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს
მედლის მფლობელი. დედაქალაქური კლუბი დამოუკიდებლობის პერიოდშიც არ ღალატობს ჩვენი მეზობლების ფეხბურთის "ფლაგმანის" სტატუსს და აზერბაიჯანული "ოქროს" 7-გზის და ეროვნული თასის 4-გზის მოპოვებით იწონებს თავს. "ნეფტჩი" დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის თასის 2006 წლის გათამაშების გამარჯვებული გახლავთ.

მენავთობეთა მთავარი მწვრთნელი 54 წლის აზერბაიჯანელი სპეციალისტი ბეიუკაგა გაჯიევი გახლავთ. ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთან, გუნდის ღირსებას ბრაზილიელი, სერბი, მაკედონიელი, ბელგიელი და უზბეკი ლეგიონერები იცავენ. ყველაზე სახელიანი ფეხბურთელი, რომელსაც ბაქოელთა რიგებში უასპარეზია, ბელგიელი ემილ მპენზა გახლავთ.

ბაქოელები ევროპულ საკლუბო ტურნირებში საკმაოდ ხშირად კი ასპარეზობენ, თუმცა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის სეზონში ინტერტოტოს თასის გათამაშებაში 2 რაუნდის გავლას, ევროარენაზე დიდი მიღწევებით არ გამოირჩევიან. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში "ნეფტჩი" ზაგრების "დინამოს" (ხორვატია) გადაეყარა და ორი მატჩის ჯამში (0-0; 0-3) დაამარცხა.

ქართულ-აზერბაიჯანული "რანდევუს" პირველი შეხვედრა 17 ივლისს ბაქოში გაიმართება, ხოლო 24 ივლისს საპასუხო მატჩს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევის შემდეგ, "ზესტაფონის" მეტოქე უკვე მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში შემდეგი წყვილებიდან ერთი-ერთი გამარჯვებული გუნდი გახდება.

ფლორა(ესტონეთი) - ბაზელი(შვეიცარია)
ბატე(ბელორუსი) - ვარდარი(მაკედონია)

რედ ბული(ავსტრია) - დიუდელანჯი(ლუქსემბურგი)/ტრეპენე(სან-მარინო)

ლიუდოგორეცი(ბულგარეთ) - დინამო(ხორვატია)
ჟილინა (სლოვაკეთი) - აპოელი(ისრაელი)

ვალეტა(სან-მარინო)/ლუსიტანოსი(ანდორა)-პარტიზანი (სერბეთი)

ნიუ-სეინტსი(უელსი) - ჰელსინბურგი(შვედეთი), და ასევე: ანდერლხეტი (ბელგია), კლუჟი (რუმინეთი), სელტიკი (შოტლანდია).

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს
ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით
ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა
გორის "დილა" ევროსარბიელზე ქართველების "ორჰუსს" გადაეყარა
რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე ალბანეთის "ტეუტა" გახდა
მკითხველის კომენტარები / 2 /
დზალიან მაინტერესებს რატო ამბობს ნეფტჩის პრეზიდენტი რომ ზესტაფონის დარაცხება ადვილია ყველაფერს 17 ვნახავთ და საქართველო ნახავს რომ ზესტაფონი ჩეპიონთა ლიგაზე ითამაშებს ამაში დარწმუნებული ვარ.
giorgi
19:49 25-06-2012
0
ზეტაფონი მოიგებს აუცილებლად. აზერები ასეთი განცხადებებისტვის აუცილებლად წააგებენ. უდოპნო ხალხია რაა
brbr
23:42 25-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული