ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით

AutoSharing Option
აზერბაიჯანის "ნეფთჩის" მთავარმა მწვრთნელმა ბეიუკაგა გაჯიევმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრის შედეგზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც მის გუნდს საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" შეახვედრა.

"კენჭისყრა მომეწონა. შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. მიხარია, რომ ქართული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.

ყველა ჩვენი პოტენციური მეტოქე ძლიერი იყო. "ზესტაფონის" ბარიერის გადალახვა კი შეგვიძლია.

რაც შეეხება იმას, რომ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გავმართავთ, გამარჯვებულისთვის ("ნეფთჩი" იგულისხმა) ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ დამღლელი გზა არ გვექნება.

ამ წყვილში ფავორიტი, რა თქმა უნდა, "ნეფთჩია". მიუხედავად იმისა,
რომ ქართველები რეიტინგით უფრო მაღლა დგანან, "ზესტაფონი" არც ზაგრების "დინამოა" და არც ბელგრადის "პარტიზანი".

ადრე ქართულ კლუბ "სიონთან" ორი მატჩის ჯამში დავმარცხდით. ახლა კი რევანშის დრო დადგა.

"ზესტაფონთან" გამარჯვება "სიონთან" მარცხისთვის შურისძიება იქნება", - თქვა გაჯიევმა.

მომზადებულია azerisport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ
:
ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან ცუდად გვაქვს ქართველებს საქმე როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო დონეზე, მხშირად გაიგონებთ გულშემატკივრებისგან ქართულუ ფეხბურთი მოკვდაო, მიუხედავად ამისა აზერებს,სომხებს და მათ ნაირ გუნდებს მკვდრები კი არა 10 წლის დამარხულებიც რომ ვიყოთ მაინც თავზე გადავახევტ ბურთს
goga
26 ივნისი 2012 13:27
0
იმედია კარტული კლუბები ყველა გადალახავს პირველ ეტაპს
givi
26 ივნისი 2012 12:36
0
მაგატ მაგრა დაერხა რისი იმედი აკვტ
givi
26 ივნისი 2012 12:34
0
ვაი მარტლა ამტ პატრონს. გირსები არიან წააგონ და წააგებენ კიდეც! აუცილებლად წააგებენ!
brbr
25 ივნისი 2012 23:29
0
ამათ ჰგონიათ ფულით ყველაფერს გააკეთებენ ამ ლოგიკით საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონი მრავალგზის უნდა იყოს....ვაი თქვენს პატრონს აზერებოოოოოო..........
davita enamchreliashvili
25 ივნისი 2012 22:31
0
ნამეტანი დიდ გულზე არიან აზერები ამ ბოლო დროს. აზრზე მოყვანა არ აწყენდათ.
odala
25 ივნისი 2012 20:02
0
ბაქოში რა მოხდება არ ვიცი მაგრამ ზესტაფონში კი ნაღდად გაღიმებულებს დაგტოვებთ.... მაგათ ფანებს დიდათ არ გახარებიანთ და ამას რატო უხარია
zestafan
25 ივნისი 2012 17:33
0
გაუმართლათ არა ის კდიე ზესტა გახევს
dinamo
25 ივნისი 2012 17:20
0
რა გიხარია ......
gdhhfh
25 ივნისი 2012 17:15
0
რა გიხარია ..... ორივე თამაშში
gdhhfh
25 ივნისი 2012 17:15
0

სიახლეები პოპულარული