რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე ალბანეთის "ტეუტა" გახდა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების წყვილები გახდნენ ცნობილნი.

როგორც უკვე იცით, ქუთაისის "ტორპედო" ყაზახეთის "აქტობეს" დაუპირისპირდება, ხოლო რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ალბანეთის "ტეუტა" გახდა.

რუსთაველები 5 ივლისს საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ, ხოლო 12 ივლისს საპასუხო შეხვედრა უკვე საქართველოში გაიმართება.

ალბანეთის ქალაქ დურესის კლუბი "ტეუტა" ქვეყნის ჩემპიონი ერთხელ 1994 წელს გახდა. გარდა ამისა, "ტეუტა" ალბანეთის თასის სამგზის მფლობელია (1995, 2000, 2005). ქვეყნის შიდა პირველობის ბოლო სეზონი გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა
ლიგაში "ზესტაფონის" პირველი მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონია

ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა
გორის "დილა" ევროსარბიელზე ქართველების "ორჰუსს" გადაეყარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული