მატჩი დონეცკელთა უპირატესობით დაიწყო და პირველივე ხეირიანი შეტევა გოლით დაასრულეს: მეკარე ომარ მიგინეიშვილთან პირისპირ დარჩენილმა ილსინიომ შანსი გამოიყენა - 1:0.
სახიფათო მომენტები შექმნა ჰენრიხ მხითარიანმა, მეკარესთან კვლავ პირისპირ გავიდა ილსინიო, მაგრამ "ტორპედო" გიორგი გურულმა გადაარჩინა.
სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად შეუტიეს ლექსო კვახაძემ, გიორგი კუხიანიძემ და დავით გამეზარდაშვილმა.
29-ე წუთზე დათა რიგვავას ჩაწოდებული ბურთი კარში ჩაეხვა - უკრაინელები მეკარემ გადაარჩინა. მან ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის დარტყმაც მოიგერია, კუთხურის გათამაშების შემდეგ
ანგარიში 55-ე წუთზე გათანაბრდა: ვალერი ბოლქვაძემ საჯარიმო ზუსტად შეასრულა - 1:1.
თუმცა 67-ე წუთზე დონეცკელები კვლავ დაწინაურდნენ: ილსინიოს წამოწყებული შეტევა კოშტამ გააგრძელა და დუგლასმა დაასრულა.
მატჩის მიწურულს კოსტა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ ივარგა და საბოლოოდ "შახტარმა" 2:1 გაიმარჯვა.
"ტორპედო": მიგინეიშვილი - რიგვავა, გამეზარდაშვილი, კვახაძე, გ. გურული - დიღმელაშვილი, დათუნაიშვილი – კუხიანიძე, დოლიძე, საბანაძე - გოცირიძე.
შეცვლაზე: ქვილითაია, ჭელიძე, ე. გრიგალაშვილი, გიგაური, მარკოზაშვილი, ტაბატაძე, შერგელაშვილი, იოსელიანი, ვ. ბოლქვაძე, სიჭინავა.
გრანდთან არ შევრცხვით... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა
გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედოს" მომზადებით კმაყოფილი ვარ
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა
ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო