"ორჰუსის" შემადგენლობაში ორ ქართულ გვარს ამოიკითხავთ. დაგვეთანხმებით, ეს ფაქტორი გორელთა და ორჰუსელთა დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს.
ახალგაზრდა დავით სხირტლაძე სეზონის მსვლელობისას ნელ-ნელა გაუშინაურდა "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობას, დავით დევდარიანს კი სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო მთლიანად გაუცდა.
"ორჰუსი" დანიური საზომითაც კი არ მიიჩნევა ამბიციურ კლუბად, თუმცა უტიტულო ნამდვილად არ ეთქმის. ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში ვერ ბრწყინავს.
ასე მაგალითად, 2010-11 წლების სეზონი "ორჰუსმა" ქვედა
"ორჰუსს" ლეგიონერები მრავლად ჰყავს. "დილას" მეტოქის შემადგენლობაში ორ ცნობილ ფეხბურთელსაც შეხვდებით. ორივე დანიელია - ახლო წარსულში დანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარტინ იორგენსენი და სორენ ლარსენი, რომელიც გერმანულ "შალკეში" თამაშობდა.
შორეულ 1961 წელს "ორჰუსმა" ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალამდე მიაღწია, 1988-ში კი თასების მფლობელთა თასზე ამავე სტადიამდე მივიდა.
"დილას" მეტოქემ 2001 წელს ინტერტოტოს თასზე იასპარეზა და ამის შემდეგ ევროსარბიელზე აღარ გამოჩენილა.
ორჰუსი
ორჰუსი, დანია
დაარსდა: 1880 წელს
სტადიონი: NLGI პარკი (ტევადობა 20 032)
თავმჯდომარე: ტორბენ ბიერე-მადსენი
მთავარი მწვრთნელი: პეტერ სორენსენი
ფერები: ლურჯი და თეთრი
ტიტულები: დანიის 5-გზის ჩემპიონი, დანიის თასის 9-გზის მფლობელი
გუნდი
მეკარეები: სტეფან რასმუსენი, ემილ ოუსაგერი, ანდერს რასმუსენი;
მცველები: მარკ ჰოვარდი (ინგლისი), ატრე როარ ჰალანდი (ნორვეგია), ადამ ეკერსლი (ინგლისი), იენს იონსონი, არტურ სორინი (საფრანგეთი), ჯერი ლუცენა (ფილიპინები), ანდერს კურე;
ნახევარმცველები: სტეფან პეტერსენი, ჰიალტე ნორეგაარდი, სორენ ბერგი, მარტინ იორგენსენი, ოსამა აკჰარაზი, დავით სხირტლაძე (საქართველო), კასპერ პოულსენი, ემილ შეელი, დავით დევდარიანი (საქართველო);
თავდამსხმელები: პეტერ გრაულუნდი, სორენ ლარსენი, მორტენ მოლდსკრედი (ნორვეგია), არონ იოჰანსონი (ისლანდია), ედაფე ეგბედი (ნიგერია).
მეცხრამეტე საუკუნის კლუბი უფერული ახალი ისტორიით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
გორის "დილამ" უკრაინელებთან მარცხი იწვნია
გორის "დილა" ავსტრიულ შეკრებაზე კაცნაკლული გუნდით თამაშს ეუფლება
უეფას გადაწყვეტილებამ გორის "დილას" გეგმები შეცვალა