ბუბა ტყავაძე: ყველამ, ვინც დღეს გუნდშია, მომავალში შესაძლოა "დინამოს" მაისურით ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საზოგადოებას გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე წარუდგინა.

წარდგენის შემდეგ "დინამოს" უკვე ახალმა სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ გუნდში ლეგიონერების ყოფნა აუცილებელია. 

ბუბა ტყავაძე
:
"მიხარია, რომ ისევ "დინამოს" ბაზაზე ვხვდებით ერთმანეთს. იცით, რომ ეს ჩემთვის ნაცნობი გარემოა. დღეს მე ვხედავ, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, რომ მე კვლავ "დინამოსთვის" მომიწევს მოღვაწეობა - ეს ჩემთვის დიდი
გამოწვევაა.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თბილისის "დინამო" არის ქართული ფეხბურთის ფლაგმანი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მე ერთი წელი "დინამოდან" შორს ვიყავი, თუმცა გულით მაინც "დინამოს" ვატარებდი.

რაც შეეხება ფეხბურთელებსა და სატრანსფერო პოლიტიკას, გეტყვით, რომ ყველამ, ვინც დღეს გუნდშია, მომავალში შესაძლოა "დინამოს" მაისურით ვერ ითამაშოს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი მოსამზადებელ ეტაპზე მათ შესაძლებლობებს გაეცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას - ვინ დარჩება და ვინ წავა.

რაც შეეხება ლეგიონერებს, ვფიქრობ, რომ მათი გუნდში ყოფნა აუცილებელია. მომხრე ვარ, რომ მაღალი კლასისა და პროფესიონალი ლეგიონერის გვერდით ითამაშონ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, რომლებიც გამოცდილებას მიიღებენ და მომავალში მაღალ დონეზე იასპარეზებენ.

იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში დარჩებიან და "დინამოს" მაისურით განაგრძობენ თამაშს, მსურს წარმატება ვუსურვო.

მათგან ჩვენ ბრძოლისუნარიან და შედეგზე ორიენტირებულ თამაშს მოვითხოვთ. ჩვენს მთავარ მწვრთნელს "დინამოში" საუკეთესო წლებს ვუსურვებდი".

fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი ნაგლი ტიპიააააააააა
irakli1805
20:04 26-06-2012
0
ამ სპორტულ პორტალზე მოთავსებულ სურათზე ტყავაძეს ხელში ..... არ უნდა ეჭიროს!
zuxusha
09:14 27-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული