ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელებისგან ქება დაიმსახურა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოსთან" საკონტროლო მატჩის შემდეგ "შახტარის" პრესსამსახურმა დონეცკელთა მოთამაშეების კომენტარები გაავრცელა.

ნიკიტა შევჩენკო, "შახტარის" მეკარე:
"მოწინააღმდეგე ძალიან მომეწონა - დღეს ტექნიკური და სწრაფი გუნდი დაგვიპირისპირდა.

გოლი ჩემს სინდისზეა: მეტოქის ფეხბურთელმა საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა, მაგრამ დარტყმის მოგერიება მაინც შემეძლო".

ივან ორდეცი, "შახტარის" მცველი:
"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მეტოქე პასებით კარგად თამაშობდა, ბურთს კარგად ფლობდა და შეცდომებს იშვიათად უშვებდა.

თავდამსხმელები კი, კარგი გაგებით, გაბოროტებულები გვეთამაშნენ - სხარტი, ჯანიანი ბიჭები არიან და სწრაფადაც მოძრაობდნენ.

მოგება გაგვიჭირდა და ამიტომაც უფრო გამიხარდა".

დონეცკელების კომპლიმენტი (იბეჭდება
მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტართან" თავი არ შეირცხვინა
ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა
გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედოს" მომზადებით კმაყოფილი ვარ
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა
ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული