ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი იმუქრება, რომ ქართველების ჯავრს "ზესტაფონზე" იყრის

AutoSharing Option
აზერბაიჯანულ პრესაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრით გამოწვეული აჟიოტაჟი არ ცხრება - სამეზობლოში კვლავ მიიჩნევენ, რომ ბაქოს "ნეფთჩის" გაუმართლა და "ზესტაფონთან" დაპირისპირებაში ფავორიტი სწორედ მათი კლუბია.

ასე ფიქრობს უკლებლივ ყველა აზერბაიჯანელი სპეციალისტი და მათ შორის "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელი ბუიუქაღა გაჯიევი.

შეგახსენებთ, 2006 წელს ჩემპიონთა ლიგაში მის მიერ გაწვრთნილი "ბაქი" ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა. ვერ გეტყვით, იმის გარდა, რომ ორივე ქართული კლუბია, რა აკავშირებს იმდროინდელ "სიონს" დღევანდელ "ზესტაფონთან", მაგრამ გაჯიევი აცხადებს, რომ თუ "ზესტაფონი" დაამარცხა, ეს "სიონზე" შურისძიება იქნება.

"ყველა ჩვენი
სავარაუდო მეტოქე ძლიერი კლუბი იყო, "ზესტაფონი" კი მათ შორის ყველაზე სუსტია.

შევეცდებით, აზერბაიჯანი ღირსეულად წარმოვაჩინოთ და საქართველოს ჩემპიონს ვაჯობოთ.

ფაქტია, რომ "ზესტაფონი" არც ზაგრების "დინამოა" და არც - ბელგრადის "პარტიზანი". ახლა რევანშის დროა. "სიონთან" განცდილი მარცხის გამო შური "ზესტაფონზე" უნდა ვიძიო"
, - აცხადებს გაჯიევი.

წილისყრის თაობაზე კომენტარი გააკეთა "ნეფთჩის" სერბმა მეკარემ საშა სტამენკოვიჩმაც, რომელიც საქართველოს ჩემპიონზე უფრო პატივისცემით საუბრობს:

"წილისყრის შედეგები ჩვენთვის ხელსაყრელია. "ზესტაფონი" არცთუ უძლიერესი მეტოქეა, მაგრამ მისი დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება.

მეტოქეს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ და გვახსოვდეს, რომ დაახლოებით თანაბარი დონის გუნდების დაპირისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.

ვიცით, რომ ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში წინ საინტერესო პერსპექტივები გადაგვეშლება და საამისოდ ყველაფერს ვიღონებთ".


თავდაჭერილია ბაქოური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ტაჰირ სულეიმანოვიც:

"ყოველგვარ ეიფორიაზე საუბარი ზედმეტია. მე სავარაუდო მეტოქეებს ძლიერებად და სუსტებად არ ვყოფდი. "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონია და პატივისცემას იმსახურებს. დღევანდელ ფეხბურთში ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება რთულია".

"ნეფთჩის" მზადების შესახებ ინფორმაციებს სისტემატურად მოგაწვდით, ბოლოს კი ერთ სახალისო ამბავზე შევჩერდებით:

"აზერისპორტმა" "ზესტაფონის" წარდგენისას დაწერა, რომ საქართველოს ჩემპიონის ქალაქს არა ზესტაფონი, არამედ ზესტაპონი ჰქვია; ხოლო მისი სტადიონი, აღნიშნული გამოცემის ვერსიით, ცნობილი ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის სახელობისა ყოფილა, რომელსაც კინოფილმ "პირველ მერცხალში" მეკარის (ესეც "აზერისპორტის" ცნობით) როლი უთამაშია...

გაჯიევს სიონზე შურისძიება ზესტაფონით სურს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოიგებ არა.......... მიდი ზესტა ვაჩვენოთ ამ ...... როგორ უნდა მოგება.
tolo
00:19 28-06-2012
0
ის იმდენ ილაპარაკებს აქ ჩამოსვლა სანანებელი გაუხდება :D ვაჩვენოტ ვინ არი ფავორიტი დინამოს ფანი ვარ მარა მთელი გულით თქვენთან ვარ ზესტა
dinamo`
20:05 27-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული