ითამაშებს დავით დევდარიანი გორის "დილას" წინააღმდეგ?

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საინტერესო პაექრობა გველოდება: გორის "დილა" და დანიური "ორჰუსი" წინა სეზონში დაქვეითებულები იყვნენ, მაგრამ ელიტაში წარმატებით დაბრუნდნენ და ევროსაგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ "ორჰუსში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი დავით სხირტლაძე და ეროვნული გუნდის კანდიდატი დავით დევდარიანი თამაშობენ.

საერთოდ, პოსტსაბჭოელებისგან განსხვავებით, ევროპასა და მთელ მსოფლიოში გაცილებით ხანმოკლე შეკრებებია მიღებული და ერთთვიან შეკრებებს დანიელებიც არ ცნობენ: ზამთარში მაქსიმუმ 10 დღეს სჯერდებიან, ზაფხულში საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობენ, ფორმის აღდგენას კი საკონტროლო მატჩებით, ფიზიკური მომზადებით, სირბილითა და ტრენაჟორებზე დატვირთვით ახერხებენ.

"ორჰუსი" ზაფხულში
პირველი საკონტროლო შეხვედრის გასამართავად შვედეთში "გეტებორგს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის მიმოხილვიდან ჩანს, რომ "ორჰუსის" მთავარი მწვრთნელი პიტერ სორენსენი თავის გუნდს დღეისათვის 4-4-2 განლაგებით ათამაშებს, დავით სხირტლაძე კი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

"ორჰუსი": ოუსაგერი - მოლდსკრედი, სორინი, კურე, კირკესკოვი - ბერგი, იორგენსენი, სლოტი, პეტერსენი - იოჰანსონი, სხირტლაძე.

სხირტლაძე მეორე ტაიმში შეცვალეს, დევდარიანს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. დევდარიანი გუნდს მალე შეუერთდება, მაგრამ ჯერ ძნელი სათქმელია, მოასწრებს თუ არა ტრავმის მოშუშებას და ევროპალიგაზე "დილას" წინააღმდეგ თამაშს.

"ორჰუსი" მომდევნო საკონტროლო მატჩს 29 ივნისს საკუთარ მოედანზე, დანიის პირველი დივიზიონის "ვეილე-კოლდინგთან" გამართავს, სადაც სამი წლის წინ მიხეილ ბარაბაძე თამაშობდა.

ასევე იხილეთ:
დავით სხირტლაძე: ქართველების წინააღმდეგ თამაში არ მინდოდა!
დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული