კახაბერ ცხადაძე: "ზესტაფონს" ბაქოს "ნეფთჩისთან" შედარებით უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული პრესა მკითხველს ყოველდღიურად სთავაზობს სპეციალისტთა კომენტარებს, რომლებიც "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" მოახლოებულ დაპირისპირებას ეხება.

ბუნებრივია, ჩვენი მკითხველისთვის ყველა მათგანი საინტერესო ვერ იქნება, მაგრამ კახაბერ ცხადაძის ნააზრევი ამგვარ კატეგორიაში ნამდვილად არ გადის. მოგეხსენებათ, იგი წლებია, აზერბაიჯანში მუშაობს, ბაქოს "ინტერს" წვრთნის და პრინციპულ მეტოქე "ნეფთჩის" ძალიან კარგად იცნობს.

"ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონია და მის შემადგენლობაში მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში შარშანდელი ასპარეზობით ამ კლუბმა დიდი გამოცდილება მიიღო. ეს კი უკვე ნიშნავს იმას, რომ "ზესტაფონს" "ნეფთჩისთან" შედარებით უპირატესობა აქვს.

თუმცა "ნეფთჩიც" ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, საინტერესო ბრძოლის მომსწრენი გავხდებით. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს"
, - განუცხადა ცხადაძემ "ექსტრატაიმს".

ცხადაძე უპირატესობას ზესტაფონს ანიჭებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი" ავსტრიაშია და ორჯერადი ვარჯიშის რეჟიმში ემზადება
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული