რუსთავის "მეტალურგი" ალბანეთში 18 ფეხბურთელით მიემგზავრება

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს ხუთშაბათს, 5 ივლისს გამართავს - ალბანეთში მისი მეტოქე "ტეუტა" იქნება.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თბილისიდან 4 ივლისის დილას სტამბული-ტირანას ავიარეისით გაემგზავრება. შემდეგ ავტობუსით იმგზავრებს და დანიშნულების ადგილზეც ჩააღწევს.

საღამოს "მეტალურგი" იმ სტადიონზე ივარჯიშებს, სადაც მეორე დღეს შეხვედრას გამართავს.

გუნდის მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს ალბანეთში 18 ფეხბურთელი მიჰყავს:

მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი;
მცველები: გივი კვარაცხელია, მიხეილ მახვილაძე, გიორგი გავაშელიშვილი, ზვიად ლობჟანიძე, ანზორ სუხიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, თორნიკე კაკუშაძე;
ნახევარმცველები: ლუკა რაზმაძე, დენის დობროვოლსკი, რევაზ
გეწაძე, გიორგი თექთურმანიძე, გიორგი მიქაბერიძე, ირაკლი მაისურაძე, გიორგი ქავთარაძე;
თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, დიმიტრი ტატანაშვილი.

მეტალურგი ალბანეთში 18 ფეხბურთელით მიემგზავრება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე - ალბანური "ტეუტა"
რუსთავის "მეტალურგი" უკრაინულ "გოვერლასთან" ტესტმატჩში დამარცხდა
რუსთავის "მეტალურგში" 22 წლის ტანმაღალი ხორვატი მეკარე გამოჩნდა
რუსთავის "მეტალურგმა" ხორვატულ "რეიკასთან" წააგო
რუსთავის "მეტალურგმა" სლოვენიაში ლუბლიანას "ოლიმპია" დაამარცხა
რატომ დაიწუნა დავით ოდიკაძემ რუსთავის "მეტალურგი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავია ბიჭები თქვენი იმედი გვაქვს :*:*:*
metalurgi fan
00:03 03-07-2012
0

სიახლეები პოპულარული